აქტუალური თემა
"ახალი მემარჯვენეები" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ ფიქრია ჩიხრაძემ ბრიფინგი ჩაატარა და ჟურნალისტებს მომავალ სპარეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის მთავარი კომიტეტის მიერ 27 ივლისს მიღებული განცხადების ტექსტი გააცნო:
"პოლიტიკურ გაერთიანება ,,ახალ მემარჯვენეებს" 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი პარტიული კანდიდატი არ გვეყოლება და არც საარჩევნო პროცესში ვინმეს მხარდასაჭერად ჩართვას ვაპირებთ.
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით ქვეყნის პრეზიდენტს წინა პერიოდისაგან სრულიად განსხვავებული უფლებამოსილებები ექნება. ის აღარ იქნება ქვეყანაში პოლიტიკის მთავარი აქტორი და მას მოუწევს როგორც ხელისუფლების შტოებს შორის, ისე ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამაბალანსებელი, ე.წ. არბიტრის ფუნქციის შესრულება. ამ ფუნქციიდან გამომდინარე საპრეზიდენტო არჩევნები გამოკვეთილად პერსონალურ დატვირთვას იძენს და მომავალში ამ თანამდებობის პირი საზოგადოებისათვის პოლიტიკურ ძალთა შორის თანხმობის ფიგურას უფრო უნდა წარმოადგენდეს, ვიდრე მძაფრი პოლიტიკური კონკურენციის პროდუქტს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ,,ახალი მემარჯვენეებისათვის" ეს არჩევნები არ წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ასპარეზს და ჩვენი ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული პარტიული რეალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და, ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისაკენ.

[ სრულად ]
ინტერვიუ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძესთან

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაერია მთავარი პროკურორის კბილაშვილის საქმიანობაში პირდაპირი რჩევა მისცა ბედუკაძესთან დაკავშირებით?
_ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის მხრიდან, არაფერი გაუგებარი და მოულოდნელი არ არის, რომ კონსულტაციები იმართებოდეს. ის რომ უკვე შემდგარი ფაქტის მერე მოხდა მითითება და გამოსავალი აღარ არსებობდა, ამან შექმნა ეს უხერხულობა თორემ მე დიდი ეჭვი მაქვს რომ კბილაშვილმა თავდაპირველად მხოლოდ საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე მიიღო ეს პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან გუშინდელი მისი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად მისი პოზიცია იყო. ზოგადად გუნდის ფუნდამენტური შეცდომა იყო, როდესაც წამებაში მონაწილე პირების მიმართ ამ დონეზე შემსუბუქდა განაჩენები იმიტომ, რომ წამება იქცა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად, წინა ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბებული ბევრი სისტემური დანაშაული აღმოჩნდა, რაამც გავლენა მოახდინა 1 ოქტომბრის არჩევნებზე, დღესაც ახალი და მძიმეა ეს თემა. ხელისუფლებამ კი არასწორი გზავნილი შექმნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შესაძლოა განაჩენის შემსუბუქება მომხდარიყო, მაგრამ სრულიად დანაშაულისგან განთავისუფლება ეს იყო მე ვფიქრობ, პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც არასწორი გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ კბილაშვილის პასუხისმგებლობა, არამედ ეს არის მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებიამ ტელეკომპანია"მე–9 არხის" და "კავკასიის" ეთერში პრემიერ–მინისტრის შესაძლო გადადგომის ნეგატიურ მხარეებზე ისაუბრა

"ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია 24 ივნისს ტელეკომპანიების – "მე–9 არხის" და "კავკასიის" ეთერში პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გადადგომის ნეგატიურ მხარეებზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან წასვლის შესახებ, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, მანანა ნაჭყებია, უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პრობლემებს მოაგვარებს, პოლიტიკიდან წავა, თუმცა რატომ ჩათვალა, რომ უკვე მოაგვარა, მანანა ნაჭყებიასთვის გაუგებარია. როგორც მან "კავკასიის" ეთერში განაცხადა, ოქტომბრამდე ძალიან მცირე დროა დარჩენილი და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება ამ დროში შეუძლებელია.
[ სრულად ]
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
სააკაშვილზე მორგებულ კონსტიტუციას ივანიშვილი არ თმობს
შემოდგომაზე პრემიერს ამჟამინდელ პრეზიდენტზე მეტი ძალაუფლება ეძლევა
საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხი ისევ გაურკვეველიადა მმართველ კოალიციას ამ თემაზე საუბარიც კი არ სურსმიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მათ წინასაარჩევნოდაპირებებშიც შედიოდა და პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც თქვა,ის თებერვალში დაიწყებდა მუშაობას.
ასეთი კომისიის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის გამო აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს ის ნორმები, რომელიც პრემიერ-მინისტრის უფლებებს განუსაზღვრელად ზრდის.
[ სრულად ]
„ახალი მემარჯვენეების“ პოზიცია აგვისტოს მოვლენების ხელახალი გამოძიების შესახებ
პ/გ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ ფიქრია ჩიხრაძემ "პირველი რადიოს" პრეს–კლუბში ჟურნალისტებს პარტიის პოზიცია წარუდგინა აგვისტოს ომის მოვლენების ხელახალი გამოძიების თაობაზე.
[ სრულად ]
პრემიერ-მინისტრის მსგავსი განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს
"გარდა რუსეთისა, პრემიერ-მინისტრის მსგავსი განცხადებები, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, არავის ინტერესებში არ ჯდება", - განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ.
"თუ არსებობს ინტერესი იმ პროცესების გამოძიებისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოსა და მანამდე პერიოდში ხდებოდა, ეს უნდა გააკეთოს საგამოძიებო ორგანოებმა და ამას არ სჭირდება წინასწარი პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამ თემასთან ერთად, ანუ გამოძიების სურვილთან ერთად, ვერდიქტი იქნა გამოტანილი და სამწუხაროდ, ეს ვერდიქტი ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებში ნამდვილად არ ჯდებოდა", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
[ სრულად ]
თვალსაზრისი
ბოლო პერიოდში რეგიონული და უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის თაობაზე მძაფრი პოლიტიკური პოლემიკა გაჩაღდა. ასეთი ხასიათის ვნებათაღელვა, სამწუხაროდ, ჭარბად კვებავს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ფობიებს.
რასთან გვაქვს საქმე ამ ქარტიასთან აღებული ვალდებულებების თვალსაზრისით და რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ქარტიის რატიფიცირების შემთხვევაში.
[ სრულად ]
ოლიმპიადაში მონაწილეობა – ძღვენი რუსეთისთვის
დემოკრატიული სამყაროს 50–მა ქვეყანამ ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის გამო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. საერთო ჯამში მსოფლიოს 65–ზე მეტმა ქვეყანამ ამა თუ იმ ფორმით პროტესტი გამოხატა მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მიმართ. მსოფლიოში ბევრს კამათობენ სპორტის და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნის თაობაზე, მაგრამ დღემდე ჩატარებული თითქმის ყველა ოლიმპიადა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის პოლიტიკური თუ მორალური (სახელმწიფო, გუნდური თუ პერსონალური) პროტესტით იყო აღბეჭდილი.
[ სრულად ]
"ახალი მემარჯვენეები" ახალ პოლიტიკურ რეალობაში
"ახალ მემარჯვენეებს" ახალი თავმჯდომარე ჰყავთ. ფიქრია ჩიხრაძეს მუშაობის დაწყება რთულ ვითარებაში და ძველზე ბევრად მოკრძალებულ ახალ ოფისში უხდება.
[ სრულად ]
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ჯორჯ ვაშინგტონი
ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის
ფეისბუქის ფან ბოქსი
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30