აქტუალური თემა
"არჩევნებამდე დედაქალაქში ცენტრალური მმართველობის დაწესება სერიოზული პოლიტიკური შეცდომა იქნება, თუმცა არც კაპიტულაციის მომხრე ვარ!’‘

საკრებულო და მერია კორექტირებულ ბიუჯეტზეც ვერ თანხმდებიან, რამდენი მილიონი ერიცხება ბიუჯეტის ჩაგდების შემთხვევაში მერიის სამსახურებს და რისი იმედი აქვს მამუკა კაციტაძეს

გაზეთი "ვერსია", ავტორი – რუსუდან შელია

[ სრულად ]
ინტერვიუ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძესთან
გაზეთი "ახალი თაობა"

- საშობაო ეპისტოლემ ხმაური გამოიწვია, ეკლესიის მიმართ კრიტიკული შენიშვნები გააქტიურდა. რას იტყვით ამის თაობაზე?

- თითქოს ყველა ამოვარდა ყველა მიმართულებით კალაპოტიდან, ეს მოხდა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, ეკლესია ზედმეტად აღმოჩნდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარეული
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე - რეფორმის შედეგად კვლავ უუფლებო და უფულო თვითმმართველობა მივიღეთ
ინტერვიუ "ახალი მემარჯვენეების" გენერალურ მდივანთან, მამუკა კაციტაძესთან (ინტერპრესნიუსი)

- დღეს ბევრი საუბრობს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულ თვითმმართველობის კოდექსის ავ–კარგიანობაზე. მაგრამ ბევრმა არ იცის, რას უნდა აწესრიგებდეს თვითმმართველობის კარგი კოდექსი.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე - "თვითმმართველობა ქართულ სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება"
გაზეთი "ახალი თაობა"   10.12,2013

_ ბატონო მამუკა, თვითმმართველობის რეფორმა, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია, პოლიტიკოსთა შეფასებით, საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას დაშლის კუთხით. როგორ აფასებთ რეფორმის პროექტს და რა აქცენტები გააკეთა მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის კოდექსში?

_ უპირველეს ყოვლისა, როდესაც ვამბობთ, რომ თვითმმართველობის რეფორმამ დიდი ხმაური გამოიწვია, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ვისურვებდი, უფრო ფართო სჯა-ბაასის საგანი გახდეს ეს საკითხი, იმდენად, რამდენადაც ადგილობრივი თვითმმართველობის გლობალური რეფორმა, რომელიც დეკლარირებულად ასე გახმაურდა საზოგადოებაში, ნამდვილად იმსახურებს ფართო გამოხმაურებას.
[ სრულად ]
ფიქრია ჩიხრაძე: რუსეთთან საომარი რიტორიკის მომხრე არ ვარ
27.11.2013

_ მოულოდნელი და გასაკვირი იყო იანუკოვიჩის ეს გადაწყვეტილება, უკრაინელი პატრიოტები აქციებს მართავენ და პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა ქვეყანა. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე დოკუმენტს ხელს აღარ აწერენ?

_ ჩემთვის მთლად მოულოდნელი არ იყო, აქტიურად ვადევნებდი თვალს ამ ვითარებას, მრავალი წყაროს მეშვეობით ვაკვირდებოდი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს ევროინტეგრაციული მომავალი დიდად არის დამოკიდებული უკრაინის გადაწყვეტილებაზე. უკრაინის მოვლენებს ვგულშემატკივრობ, იანუკოვიჩი პრორუსული გემოვნების პოლიტიკოსია, ამიტომ ძალიან სასიამოვნოდ ჩანდა მისი მხრიდან ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, რუსეთმა ბოლო წლებში ისეთი ზეწოლა განახორციელა უკრაინაზე, რომ პრორუსული განწყობების იანუკოვიჩიც კი მიხვდა რომ ძალიან ძნელია ამ ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების აწყობა. დღესაც ფიქრობენ უკრაინის მთავრობაში, რომ რუსეთმა რთული ალტერნატივა დაუყენა მათი ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე - ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ გამომძალავთ
გაზეთი "ვერსია"

რა კონსულტაციებს მართავენ "ახლები" არასაპარლამენტო ოპოზიციასთან და რა ინფორმაციას აწვდის "ვერსიას" მამუკა კაციტაძე

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ნინო ბურჯანაძის ირგვლივ არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანებაზე ალაპარაკდა. მან დაასახელა ძალები, რომლებიც სავარაუდოდ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს ჩამოაყალიბებენ: ქართული დასი, ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და თავისუფალი საქართველო. რამდენად რეალურია განსხვავებული იდეოლოგიისა და წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიების გაერთიანება? "ვერსიას" "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ესაუბრა:
[ სრულად ]
ლევან კალანდაძე – "არჩევნების შემდეგ საზოგადოება ისევ იმედგაცრუებისთვისაა განწირული"
გაზეთი "ვერსია"

მაია მიშელაძე 

რატომ არ აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს ეკონომიკური პროგრამები და ვინაა პასუხისმგებელი არშესრულებულ დაპირებებზე?

საქართველოში, სადაც მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოციალურად შეჭირვებულია, პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს ეკონომიკური პროგრამა არ აქვს. ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე კანდიდატები არ საუბრობენ და არც მათ მოგვარებას გვპირდებიან."ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან კალანდაძემ "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამის მიზეზები ახსნა. პრეზიდენტობის კანდიდატები ეკონომიკური და სოციალური ხასიათის დაპირებებით თავს იმ მარტივი მიზეზის გამო არ იწუხებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მათ ამ პრობლემის რეალურად გადაჭრის საშუალება აღარ ექნებათ! გარდა ამისა, ორი მთავარი გზავნილი, რასაც ლევან კალანდაძემ "ვერსიასთან" ინტერვიუში ხაზი გაუსვა, ისაა, რომ ამომრჩეველი ხმას კანდიდატის პროგრამას კი არ აძლევს, არჩევანს ემოციურად აკეთებს, შემდეგ კი, გადის დრო და საზოგადოება აცნობიერებს, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს.
[ სრულად ]
"ახალი მემარჯვენეები": ხელისუფლებას არაადექვატური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს კონფლიქტურ ზონაში შექმნილი საგანგაშო ვითარების მიმართ
საქართველოს პრემიერ – მინისტრის ექსპერტებთან და გუშინ ჟურნალისტებთან გამართულმა საჯარო შეხვედრებმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სრულიად არაადექვატური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს კონფლიქტურ რეგიონში განვითარებულ საგანგაშო მოვლენებთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის, რომ
[ სრულად ]
ლევან კალანდაძე - “მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეშმაკობს"
ინტერვიუ "ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელთან, ექსპერტ ლევან კალანდაძესთან

გაზეთი "ახალი თაობა" #218

_ ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ძველი ვეტმფრენების გაყიდვა და ახალი ვერტმფრენების შეძენა სურდა, რამდენად არის ეკონომიკურად მომგებიანი ახალი ვერტმფრენების ყიდვა?


_ ის ვერტმფერენები რაც იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, ძველ ვერმფრენებზე ვამბობ, ისინი ნაკლებად არის სამხედრო დანიშნულების, მაღალი კლასის ვერტმფრენებია, საქართველოს არა აქვს ის ფუფუნება, რომ ასეთი ტიპის ვერტმფრენებით თანამდებობის პირებმა ისარგებლონ.
[ სრულად ]
ფიქრია ჩიხრაძე - "ივანიშვილს ქვეყნის მართვაზე ეგზოტიკური შეხედულებები აქვს... პოსტზე აღარ ვიქნები ოფიციალურად და გარედან ვაპირებ ქვეყნის მართვასო - ეს სადღაც მაფიოზობის ზღვარზე გადადის"
,,ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ბუნდოვანს უწოდებს საქართველოს მთავრობის მუშაობას და სახიფათოდ ეჩვენება პრემიერის განცხადება ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. ჩიხრაძე ფიქრობს, რომ მმართველმა კოალიციამ ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს.
[ სრულად ]
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
პოლ ვაცლავიკი
"ცუდის " ანტონიმი მაინცდამაინც "კარგი" არ არის, ის შეიძლება "უფრო ცუდიც" იყოს


ფეისბუქის ფან ბოქსი
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30