აქტუალური თემა
,,წაგებული ომს დავარქმევთ თუ მუშტების ქნევას, ფაქტია, გადაწყვეტილების მისაღებად ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის''
რაზე შეთანხმდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესთან და წავა თუ არა კომპრომისებზე ხელისუფლება
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. უმეტესად, მსგავსი მოლაპარაკებები უშედეგოდ სრულდება, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიცია არ კარგავს იმედს, რომ მმართველი გუნდი მის მოთხოვნებს ამჯერად მაინც გაითვალისწინებს და მინიმუმ, მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებს. ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკვე გაეცნო. რა მოლოდინი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას და საბოლოოდ, მოლაპარაკების რა ფორმატზე შეთანხმდა ორი მხარე, ,,ვერსიასთან'' პარტია ,,ახალი მემარჯვენეების'' ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს.
[ სრულად ]
,,ახალი მემარჯვენეები“ 24 ნოემბრის სოჭის ხელშეკრულებას ფაქტობრივი ანექსიის მცდელობად აფასებენ
24 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება ქართული სახელმწიფოსათვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის კიდევ ერთი ძალიან რთულ გამოწვევას წარმოადგენს. ერთის მხრივ, ეს არის გამიზნულად აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი და მეორეს მხრივ, ცხადი ნიშანი იმისა, რომ პროცესი ამით არ დასრულდება და მსგავსი მოვლენების წყებას რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების სახით კვლავ უნდა ველოდოთ.
[ სრულად ]
თამარ ნინიძე ინტერვიუ `ახალი მემარჯვენეების~ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძესთან
_ როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვათ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვამ ერისადმი რისი თქმა უნდოდა ამ გამოსვლით?
_ მე დავიწყებ ყველაზე აქტუალური თემით ეს არის აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსია, როცა ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის თავზე პრემიერ-მინისტრი ანგარიშს წარადგენს, საგარეო საკითხი ამ ყოველივეს ქვაკუთხედი უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტი მარგველაშავილი მხოლოდ იმას სთავაზობს აფხაზებს თქვენ გქონდათ ავტონომია და ჩვენც ამას გთავაზობთო, სხვა ამ თემაზე არანაირი მესიჯი, პროტესტი, პოზიციის გამოხატვა არ ყოფილა. არ ვიცი ეს სირაქლემის პოზა რაიმე შედეგს მოიტანს თუ რუსეთზე რაიმე კრიტიკულ პოზიციას არ გამოხატავენ ეს რაღაც საქმეს ემსახურება, დღეს გამოცანაა ეს პოზიცია. სურვილი მქონდა რომ პრემიერისგან მომესმინა ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია. რამდენიც უნდა ვისაუბროთ ხუთი ლარით პენსიის გაზრდაზე, რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ ამდენ საწარმოს მისცეს კრედიტი, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გარკვეული დახმარებები გასცეს, ჯერ საკითხავია ამ ქმედებებმა რა შედეგი მოიტანა, მაგრამ ეს საკითხები არ არის საპირწონე იმ უმნიშვნელოვანესი თემისა, რასაც ჰქვია აფხაზეთის ანექსია რუსეთის მიერ. ეს არის მთავარი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი. ეს საკითხი გადის ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე. იმ პოლიტიკამ რაც გამოაცხადებული ჰქონდა ამ ხელისუფლებას ორი წლის მანძილზე რუსეთთან დაკავშირებით კრახი განიცადა, არ ვითხოვ რომ ბოდიშები იხადონ, მაგრამ ვითხოვ, რომ დღეის შემდეგ რა იქნება ამ ხელისუფლების პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში ეს ვიცოდეთ.
[ სრულად ]
ფიქრია ჩიხრაძე: “ახალმა ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია და არც ერთ მოვლენას თავისი სახელი არ დაარქვა”
"პრეზიდენტის დიდი აპოლოგეტი ვერანაირად ვერ ვიქნები, მაგრამ მისი მესიჯი იყო სწორი"
"ჩვენ შეგვიძლია, "ქართულ ოცნებას" დავარქვათ არა მოქმედი ხელისუფლება, არამედ ყოფილი ხელისუფლების ოპოზიცია"
"რაც ჩვენ დავითვალეთ, "ქართულმა ოცნებამ" გაამრავლა 30-ზე, 50-ზე და ის დაპირება გასცა"
ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით "პრემიერი" პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერს, ფიქრა ჩიხრაძეს ესაუბრა:
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებია: მიშას ხელში რომ ვცხოვრობდით, იმაზე უარესად თუ ვიქენით მაშინ რა აზრი აქვს ხელისუფლების ცვლას?
"ქართული იცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ორიწლისთავს "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ახალი მემარჯვენეებს" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია აფასებს.
[ სრულად ]
ლევან კალანდაძე: ,,ეს ხელისუფლება წინამორბედს ემსგავსება’‘
გაზეთი "ვერსია", მაია მიშელაძე

რატომ დაადგა "ქართული ოცნება" კეზერაშვილი-მერაბიშვილის გზას და როგორ დაეპატრონა ფინანსთა სამინისტრო გარგარის ბიზნესს?
[ სრულად ]
"არასაპარლამენტო ოპოზიციამ შანსი ხელიდან გაუშვა"
ფიქრია ჩიხრაძე კოლეგებს ფარულ გარიგებაში ამხელს და კახა კუკავასთან გაერთიანების მიზეზს ასახელებს
პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე: მარგველაშვილი ხალხმა კი არა, ივანიშვილმა აირჩია
გაზთი "ახალი თაობა". შორენა კოწოწაშვილი

რა საერთი ინტერესები იკვეთება ,,ოცნებასა" და ,,ნაციონალებს" შორის ადგილობრივი არჩევნების წინ, რისი სურვილი გამოკვეთა ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში და რას ურჩევენ "ახლები" ივანიშვილს?
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებია: „ეს ერი თავისუფლების ღირსია“
გაზეთი "პრემიერი" 06.03.2012
პირველი, რაც უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, ეს არის ის, რომ მთელმა მსოფლიომ ცხადად დაინახა – ეს ერი თავისუფლების ღირსია.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე: "იმის თქმა, რომ ჩვენ კარგი ბიჭები ვართ, არგუმენტი არ არის“
გაზეთი "მთელი კვირა". რუსა მაჩაიძე


"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, მამუკა კაციტაძე, რომელიც "საარჩევნო კოდექსზე" მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრია, ამბობს, რომ ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნებს სერიოზულად შეექმნება ლეგიტიმაციის საფრთხე და შიშობს, რომ ეს უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე.
[ სრულად ]
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
იმანუელ კანტი
ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31