აქტუალური თემა
მამუკა კაციტაძე: "თბილისის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 30% მოიპარა"
როდის შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა?
ნათია ხურცილავა
"ახალი თაობის" კითხვებს "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე პასუხობს:
_ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებს. შეიძლება ყოფილი მმართველი გუნდი დაიშალოს?
_ არსებობს ვერსია, ყოველ შემთხვევაში მოვისმინე, რომ ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებული მოვლენები არის დადგმული სპექტაკლი, რომ არავინ არსაიდან არ წასულა. არათუ დაიშალნენ, გაიშალნენ და სადღაც კვლავ შეერთდებიან. სიმართლე გითხრათ მე ამ ვერსიის არ მჯერა. ნაციონალურ მოძრაობაში, მისი არსებობის ყველა ეტაპზე შიდა განხეთქილებები იყო. მე რა ვგულისხმობ კამათებს, სერიოზულ განხეთქილებებზე ვსაუბრობ. ამ ფონზე მათ უფრო სერიოზული ფიგურები გარიყეს, ვიდრე ამ შემთხვევაში.
[ სრულად ]
ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურ მდივანს მანანა ნაჭყებიას პრემიერ-მინისტრის განცხადება მინისტრთა კაბინეტის სწრაფად დამტკიცების საჭიროებაზე, ლოგიკურად არ მიაჩნია
"პრემიერი ბრძანებდა, რომ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება რიგის სამიტამდე უნდა მოესწროს, თუმცა რომელი მინისტრი შეცვალა ისეთი, რომელმაც რიგის სამიტის გადაწყვეტილებებზე გავლენა უნდა მოახდინოს?! საერთოდაც, არამგონია, რომ რიგის სამიტისთვის მომზადება ერთი თვით ადრე უნდა დაიწყოს. ვფიქრობ, გასული წლის ნოემბრიდან ხელისუფლებას და შესაბამის სამინისტროებს უნდა გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები და შეეხსენებინათ ევროპისთვის, რომ საქართველოს კვლავ აქვს სურვილი რომ ევროატლანტიკურ სივრცეში მოხვდეს. ამ თვალსაზრისითაც, კრიტიკას ვერ უძლებს შესაბამისი სამინისტროების საქმიანობა და ის დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა და შედარებით ნაკლები პერსპექტივა უჩანს საქართველოს ევროკავშირში მოხვედრისკენ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაკვალიფიციურობის ბრალია", - განაცხადა ნაჭყებიამ "პირველ პრესკლუბში".
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებიას ინტერვიუ. "ახალი თაობა". 5.04.2015
ინტერვიუ"ახალიმემარჯვენეების"ერთ-ერთლიდერ მანანა ნაჭყებიასთან
[ სრულად ]
ფიქრია ჩიხრაძე დავით გამყრელიძის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე
გაზეთი "ვერსია", ნინო კომახიძე

ახალი მემარჯვენეების პასიურობის მიუხედავად, ამ პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრების გარშემო, ბოლო დროს, სერიოზული მითქმა-მოთქმა გაჩაღდა: დავით გამყრელიძე პოლიტიკაში ბრუნდება, დავით საგანელიძე "ოცნებიდან" მიდის, გიორგი მოსიძე პარტია "ოცნებაში" წევრიანდება, "ახლები" ნაციონალებთან ალიანსს აკეთებენ... ყველა ეს კითხვა "ახლების" თავმჯდომარეს ფიქრია ჩიხრაძეს დავუსვით, რომელიც "ყოფილებისა" და პარტიის ურთიერთობებს განმარტავს.
_ დავით გამყრელიძე პოლიტიკაში ბრუნდება და თავის თანაპარტიელებთან კონსულტაციები უკვე დაიწყოო, ასეა?
_ სამწუხაროდ, ამ ჭორში სიმართლის მარცვალიც არ არის. ყველას ვეუბნები, რომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ ინფორმაციას არავითარი საფუძველი არ აქვს. დათო გამყრელიძის პოლიტიკიდან წასვლას დიდი გულისტკივილით შევხვდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა და მას საკუთარი პოზიცია არ გადაუხედავს.
[ სრულად ]
„პროქართულის უკან დგას შენიღბული პრორუსული პოლიტიკა“
თამთა ქარჩავა
დავით გამყრელიძე არ ადასტურებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. "ახალი მემარჯვენეების" ყოფილი ლიდერი კომენტარებს არც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე აკეთებს. რატომ გავრცელდა გამყრელიძის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია არ აქვს, პარტიის ლიდერს, ფიქრიაჩიხრაძეს, რომლის განცხადებით, დავით გამყრელიძე ის პოლიტიკოსია, რომლის დარები ქართულ პოლიტიკაში არ არიან.

რატომ ვერ დაამყარეს კომუნიკაცია პარტია "ქართულ ოცნებასთან", ვინ არიან ის ძალები, რომლებიც შენიღბული არიან პრორუსული პოლიტიკით და რატომ იკამათა ნინო ბურჯანაძესთან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა.
[ სრულად ]
„ახალი მემარჯვენეების“ პოზიცია ზურაბ აბაშიძის განცხადებების თაობაზე

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია.
ჩვენ დღემდე ველოდებოდით, რომ ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობის პირები ახსნა-განმარტებებს გააკეთებდნენ საზოგადოებისთვის. ამის სანაცვლოდ ვისმენთ მმართველი კოალიციის წარმომადგენელთა სრულიად უპასუხისმგებლო და ბუნდოვანი პათეტიკით გაჟღენთილ განცხადებებს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს გაჩენილ ეჭვებს და იწვევს უნდობლობას ხელისუფლების ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით. ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ეს განცხადებები და აბაშიძე-კარასინის ფორმატის აღდგენაზე საუბრები მოყვა ლავროვის ცნობილ განცხადებას რუსეთის შესაძლო რეაქციის შესახებ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.

[ სრულად ]
ნიკა ვარდოშვილი: „დეცენტრალიზაციამდე დეშიოლაშვილიზაცია გვჭირდება!“

"ქრონიკა+" , ავტორი თამარ ბატიაშვილი
"ახალი მემარჯვენეებიდან" ქალაქ თელავის საკრებულოს დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კახეთის რეგიონში არსებული ყველა საკრებულო დღის წესრიგსაც კი მას უთანხმებს. საკრებულოს დეპუტატი ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, თვითმმართველობა ვერ განვითარდება.
ამ და სხვა პრობლემატურ საკითხებზე ნიკოლოზ ვარდოშვილი "ქრონიკა +"-ს ესაუბრა:
- დეცენტრალიზაციამდე დეშიოლაშვილიზაცია გვჭირდება! რაც თელავი თვითმმართველი ქალაქი გახდა, აბსოლუტურად ყველაფერში ერევა გუბერნატორი, საკრებულოს დღის წესრიგის შედგენასაც კი მას უთანხმებენ. ეს ხდება არა მარტო თელავში, არამედ, მთელი კახეთის მასშტაბით.

[ სრულად ]
ფიქრია ჩიხრაძე: "არასამთავრობოების" კრიტიკა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს"
"ახალი თაობა" ავტორი: თამარ ნინიძე

_ როგორ ფიქრობთ სწორი ფორმულირებაა სამართლიანობის აღდგენა თუ სამართლიანობის დამკვიდრება უფრო მართებულია რომ ითქვას? აქვე მინდა გკითხოთ სად დაუშვა ხელისუფლებამ შეცდომა, რომ ამას მოჰყვა იური ვაზაგაშვილის მსხვერპლი?
_ ქვეყანაში შეიქმნა ისეთი რეალობა, როცა ასეთი შემზარავი აქტი ხდება, ასეთი ცინიკური და თავხედური ფორმით განხორციელდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რაღაც კარგად არ არის. მანამდეც იყო რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა, კიწმარიშვილის შემთხვევა რომელიც ვერ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე ადამიანებში ყოფილიყო იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები კარგად მუშაობენ რაღაც ტიპის მოშვებულობა არის მთელი რიგი მიმართულებებით ამან თავაშვებულობა განაპირობა. რომ არა დაუსჯელობის განცდა, მაშინ ვერ მოხდებოდა ეს თავხედური მკვლელობა. ჯინი ბოთლიდან არის ამოშვებული, ასევე ეს ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენა, ტერმინზე დავა შეიძლება, აღდგენაზე კი არა, არამედ დამკვიდრებაზეა საუბარი. ამ მიმართულებით ხელისუფლებას პრობლემა აქვს, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ყველა ხელისუფლებისგან სამართლიანობის დამკვიდრება, და არა ის რომ როდესღაც იყო სამართლიანობა და ახლა ის უნდა აღდგეს.
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებია: „ივანიშვილს მართლა ჰგონია, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს!“
"ახალი თაობა, 2 თებერვალი, 2015

- როგორც ჩანს, ივანიშვილი მართლა დარწმუნებულია, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და მას ბანკირის რჩევები სჭირდება. ვრცელ ინტერვიუში არსად იყო ნახსენები ხალხის გაჭირვება. როგორ გინდა გააგებინო ხალხის გაჭირვება მთავრობას დ მის არაფორმალურ მმართველს? ისინი რეალობას ასცდნენ, - ამის შესახებ განცხადება "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
[ სრულად ]
• ,,ოპოზიცია იქ არის, სადაც ხალხმა მიუჩინა ადგილი!''
ითანამშრომლებენ თუ არა ალასანიას პარტიასთან და რატომ აქვს ნაციონალების ხმებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ,,ახლებისთვის''
ოპოზიციური სპექტრი დავიწროვდა; ვადამდელი არჩევნები იგივე საარჩევნო გარემოში არაფერს შეცვლის; ამ საკითხზე თანამშრომლობა არც ალასანიას პარტიასთანაა გამორიცხული და არც ნაციონალებთან; ყველასთვის, მათ შორის ოპოზიციისთვისაც უკეთესი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდება _ ეს ახალი მემარჯვენეების ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის შეფასებებია, რომელიც ამომრჩევლის პრეტენზიას პრეტენზიითვე პასუხობს და აცხადებს, რომ მისი პარტიისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის მუშაობა, უბრალოდ, არ შუქდება.
[ სრულად ]
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
უინსტონ ჩერჩილი
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არ დანებდეთ.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« სექტემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30