აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე: „ჩვენ ვიქცევით სერიოზულ გავლენად ქართულ პოლიტიკაში“
18 აგვისტოს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის". პლატფორმაში გაერთიანდნენ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "ახალი მემარჯვენეები", "გირჩი" და "ახალი საქართველო".
როგორც გაერთიანების შესახებ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ, და პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, "ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის თავის გადარჩენა, ჩვენ ვიქცევით სერიოზულ გავლენად ქართულ პოლიტიკაში".
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებია: ჩვენი მიზანია პრორუსული პარლამენტი არ მივიღოთ
"ჯი-ეიჩ-ენი" "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურ მდივანს მანანა ნაჭყებიას ესაუბრა
- ქ-ნო მანანა, არჩევნების თარიღი ცნობილია. მართალია, ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა, მაგრამ ვითარება დღითი დღე იძაბება. როგორ ფიქრობთ, რა არის ის უმთავრესი პრობლემა დღეს, რომლის მოუგვარებლობამ ქვეყანა შემოდგომაზე შესაძლოა, მძიმე არჩევანის, პოლიტიკური და სამოქალაქო დაპირიპირების წინაშე დააყენოს? მით უფრო, უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პროცესები 2003 წლის მოვლენებს ემსგავსება.
- მართლაც გამორჩეული ვითარებაა და მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი. პოლიტიკური პარტიებისთვის პრაქტიკულად განაჩენის ტოლფასია კვლევების შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა. რომც არ იყოს ეს კვლევები, საზოგადოების განწყობის დანახვა რთული არ არის - ესაა სრული ნიჰილიზმი და იმედგაცრუება არა მხოლოდ მმართველი პარტიის მიმართ, არამედ ზოგადად პოლიტიკის მიმართ. ეს გასაგებიცაა: 2012 წელს იყო არანორმალურად დიდი მოლოდინი, რომ ძალიან მალე შეიცვლებოდა ვითარება ქვეყნისთვისაც და პირველ რიგში კონკრეტული ოჯახებისთვის. გახსოვთ კარგ, უკეთეს და საუკეთესო წლებად გამოცხადებული 2013, 2014, და 2015 წლები? 2016 -იც მილევისკენ მიდის და სიკეთე არ ჩანს! ამიტომ ნურავის ეგონება, რომ რაღაც განსაკუთრებული უპირატესობა აქვს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან! პრაქტიკულად ყველას თავიდან გვაქვს ამომრჩევლის ნდობა მოსაპოვებელი.
[ სრულად ]
„ახალი მემარჯვენეების“ VII ყრილობის რეზოლუცია
19 დეკემბერი, ბაზალეთი
ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის 15 წლის მანძილზე "ახალმა მემარჯვენეებმა" თავი დავიმკვიდრეთ პოლიტიკურ ძალად, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპების, იდეოლოგიური ხედვების და რაც მთავარია, ქვეყნის ერთგულება.
ჩვენთვის ისევე, როგორც 2001 წლის 15 ივნისს - პარტიის დაბადების დღეს, კვლავ უმთავრეს ღირებულებებად რჩება პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი მეწარმეობა, თანაბარი შესაძლებლობები ადამიანებისათვის და სოციალური სამართლიანობა, ტრადიციები და ეროვნული ფასეულობები. უცვლელი რჩება საგარეო პოლიტიკური ორიენტირიც - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი დასკვნა სწორედ იმ იდეების ხორცშესხმაა, რომლისთვისაც "ახალი მემარჯვენეები" წლების მანძილზე ვიღწვოდით. ჩვენი წვლილიცაა იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული არჩევანის შედეგები უკვე ხელშესახები გახდა.
ჩვენ შეგვიძლია ამაყი ვიყოთ, რომ არასოდეს გვიღალატია ამ პრინციპებისთვის და მიუხედავად ქარტეხილებისა, რომელიც გამოიარა ქვეყანამ და მასთან ერთად ჩვენც, კვლავ ვრჩებით კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალად, რომლისგანაც ყოველთვის ელიან პროგრესულს, სამართლიანს და საიმედოს.
[ სრულად ]
მანანა ნაჭყებია "მე ვფიქრობ, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება "
ინტერვიუ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერთან მანანა ნაჭყებიასთან. 
_ როგორ შეაფასებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და რამდენად შეიცვლება ძალთა ბალანსი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლით, რომლის ამომრჩეველიც, როგორც ჩანს, ძირითადა მრევლი იქნება?
_ ძალთა ბალანსის შეცვლაზე ჯერ ძალიან ნაადრევია საუბარი, რადგან ამის არანაირი კონტურები არ ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად არაფერი შეიცვლება. ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა მე მგონი ხვდება, რომ ახალი სახეები, ახალი სისხლი სჭირდება ქართულ პოლიტიკას. განახლება ესაჭიროება ქართულ პოლიტიკურ სპექტრსაც და თვითონ პოლიტიკურ პარტიებს შიგნით. არჩევნებამდე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდება და პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტენ ჯანსაღი ძალები, სათანადო კომპეტენციის მქონე ადამიანები. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ პაატა ბურჭულაძის შემოსვლას პოლიტიკაში. თუმცა ჯერ ძალიან ნაადრევია საუბარი იმაზე, როგორ შეცვლის ძალთა ბალანსს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არაფერი მისი პოლიტიკური ძალის პლატფორმაზე, საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე და ა.შ. ის ფაქტი, რომ მან ამ ეტაპზე ფონდში ისა ადამიანები შემოიკრიბა, ვისაც აქამდე დასავლური კურსი აქვს გამოცხადებული პრიორიტეტად, უკვე ძალიან კარგია. თუ ეს და სხვა მათ მსგავსად მოაზროვნე ადამიანები იქნებიან პარტიაში, ეს ჩემთვის ძალიან კარგი სიგნალი იქნება იმისთვის, რომ დემოკრატიული და დასავლური ვექტორი ძლიერდება. თუმცა, როგორც გითხარით, ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება მრევლს, ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით. ის რომ პაატა ბურჭულაძე ახლოსაა უწმინდესთან, აშენებს ეკლესიას, ეწევა ქველმოქმედებას, არ ნიშნავს, რომ ის მრევლისთვის უპირობოდ იქნება მისაღები. ზოგადად მე არ მომწონს რელიგიური თემებით სპეკულაცია პოლიტიკოსების მხრიდან და არ ვისურვებდი, რომ ბატონ პაატას ასეთი ნაბიჯები გადაედგა. არც მგონია, რომ ის ამ თემით სპეკულირებას დაიწყებს. რაც შეეხება თვითონ რელიგიის მნიშვნელობას და ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს და ა.შ. ეს სწორედ ახალი მემარჯვენეობის ერთ-ერთი ძირითადი იდეოლოგიური დასაყრდენია, მაგრამ არასოდეს ამით მრევლის მიმხრობაზე არ გვიფქრია. ამ ეტაპზე მხოლოდ წარმატებები შემიძლია ვუსურვო ბატონ პაატას.
[ სრულად ]
"ახალი მემარჯვენეები", იმთავითვე ვამბობდით, რომ რადგან უკვე აშენდა და ფული დაიხარჯა პრეზიდენტის სასახლეზე, ის უნდა გამოიყენონ ქვეყნის ამ და სხვა პრეზიდენტებმაც.
"ახალი თაობა" 13 ნოემბერი, 2015
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ `ახალი მემარჯვენეების~ ერთ-ერთ ლიდერ მანანა ნაჭყებიასთან
_ ქალბატონო მანანა, პრზიდენტის რეზიდენციის ირგვლივ კამათი არ ცხრება. ბიძინა ივანიშვილი დამ ის კვალდაკვალ მმართველი გუნდის წევრები ცალსახად აპელირებენ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რეზიდენცია უნდა დატოვოს და ათონელზე გადავიდეს. რამდენად მართებულია ეს დამოკიდებულება?
_ გასაკვირია, რომ ასეთ სიტუაციაში, როცა ქვეყანა უამრავი საშინაო თუ საგარეო გამოწვევის წინაშე დგას, ხელისუფლება იმაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს ხედავს პრეზიდენტი რომელ შენობაში მუშაობს. მაშინ როცა მსოფლიო, მათ შორის ჩვენს მახლობლად დაძაბულობის კერებით არის სავსე და ჩვენც საფრთხეს გვიქმნის, - ადამიანებს სჭირდებათ მშვიდობის და სტაბილურობის გარანტიები, როცა უამრავი ადამიანისთვის ყოველი ცისმარე დღე იწყება ელემენტარული საკვების მოპოვებისთვის ბრძოლით - მათ სჭირდებათ სამუშაო ადგილები, მაშინ, როცა მომავალი წლისთვის ეკონომიკის ზრდას 3%-ით ვგეგმავთ - ქვეყანას სჭირდება ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა. ამ დროს რითია დაკავებული ხელისუფლება? თავისთავად ცხადია, რომ პრეზიდენტის სასახლე არ უნდა იყოს მისი დღის წესრიგი, მაგრამ ასე სურს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ივანიშვილს და ამიტომაც იქცა ეს თემა მთავრობის და პარლამენტის ნაწილის მთავარ სასაუბრო და სამოქმედო თემად.
[ სრულად ]
„ახალი მემარჯვენეები“ რუსულ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს საგანგაშოს უწოდებენ
"ახალი მემარჯვენეები" ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინაააღმდეგ გადადგმულ საგანგაშო ნაბიჯად ვაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გაზის მოწოდების თაობაზე რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.


საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, პარლამენტის და მთავრობის წევრების განცხადებები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა უნდა გავმიჯნოთ და პრაგმატული მიზნებით ვიხელმძღვანელოთ, უნდა განვიხილოთ პოლიტიკურად უკიდურესად მცდარ ნაბიჯად, რადგან საქართველოს და სხვა სახელმწიფოების რუსეთთან ამგვარი ურთიერთობის მთელი ისტორია სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს.
ფაქტია, რომ თვითონ რუსეთს პოლიტიკა და ეკონომიკა არასოდეს გაუმიჯნავს ერთმანეთისგან და "კრემლი" ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბერკეტებს ყოველთვის იყენებდა პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად თუ შანტაჟის იარაღად. "გაზპრომთან" ურთიერთობის მძიმე გაკვეთილებიდან გამომდინარე დღეს ევროპის სახელმწიფოები აქტიურად მუშაობენ და უზარმაზარ რესურსს ხარჯავენ გაზმომარაგების ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე. აღარაფერს ვამბობთ მეგობარი უკრაინის და საკუთარი ქვეყნის მწარე გამოცდილებაზე, რომელიც მძიმე დაღად დარჩა ჩვენს ეკონომიკაზეც და ჩვენი მოქალაქეების მეხსიერებაზეც.
[ სრულად ]
„ახალი მემარჯვენეების“ საგანგებო განცხადება საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მასშტაბური დარღვევის და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი მოხდა, როცა შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა თვითნებურად ორი კილომეტრით გადმოსწია ე.წ. სასაზღვრო ზოლი და მიიტაცა ქართული სოფლების კუთვნილი სავარგულები. მცოცავი ანექსიის ამ გამოვლინებას არამარტო ქართული სოფლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიები შეეწირა, არამედ, რაც უაღრესად სახიფათოა, საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მქონე ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი.
ამ ფონზე დანაშაულებრივად უმოქმედოა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი რბილი განცხადებით შემოიფარგლა.
[ სრულად ]
პრორუსული პროპაგანდა ღია გახდა და ლეგალიზებული მეხუთე კოლონის ფუნქციას ასრულებს
ვახო სანაიას ინტერვიუ ''ახალი მემარჯვენეების'' ლიდერთან ფიქრია ჩიხრაძესთან

თავდაპირველად მინდა, გკითხოთ ნაციონალური მოძრაობის შესახებ. 4 დეპუტატი წავიდა პარტიიდან... რაიმე ფორმით, შესაძლოა, ეს ამბავი თავად ნაციონალური მოძრაობის თამაშის ნაწილი იყოს ?

ცოტა მეეჭვება. მინიმალური ინფორმაცია მაქვს. ის, რაც მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ თამაშის ნაწილი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ მობილიზებული და სტრუქტულიზებულია, ყოფილი სახელისუფლებო ძალაა, გადაირჩინა თავი და აქტიურ მოთამაშედ დარჩა, იმ მდგომარეობაში მაინც არ არის, რომ ასეთი ფაქტებით დარტყმები მიიღოს, რაც ფიქსირდება ამომრჩევლის განწყობაში და ამის შემდეგ მაინც მოახერხოს მზარდ პოზიციებზე ყოფნა. ვხედავდით ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი წარმომადგენლების რეაქციებს. აშკარად ჩანდა, რომ მათ კომენტარებს მოულოდნელობის განცდა ახლდა. არა მგონია, ასეთი მსახიობური ნიჭი შეეძინათ და ასე რომ ეთამაშათ.
[ სრულად ]
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
უინსტონ ჩერჩილი
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არ დანებდეთ.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« სექტემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30