„ახალი მემარჯვენეები“ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან
„ახალი მემარჯვენეები“  სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან
ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ქართული ჯარის გაძლიერების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის შეჩერების გზაზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ქვეყნის შესაბამისი უწყებების მუშაობა და განსაკუთრებით, ჩვენი პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მხოლოდ ამ მხარდაჭერის გამო გახდა შესაძლებელი იმ უმარავი ადამიანის შრომის დაფასება, ვინც წლების მანძილზე ყველაფერს აკეთებდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ამერიკის საელჩოს საქართველოში იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების და თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის საქმეში.
ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი კიდევ უფრო გვაახლოებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრაციას, რაც თავიდანვე იყო ჩვენი, "ახალი მემარჯვენეების" ღიად გაცხადებული საგარეო - პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
პოლ ვაცლავიკი
"ცუდის " ანტონიმი მაინცდამაინც "კარგი" არ არის, ის შეიძლება "უფრო ცუდიც" იყოს


ფეისბუქის ფან ბოქსი
« დეკემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31