მამუკა კაციტაძე - ხელისუფლება პრეზიდენტს მიმართავს, ვეტოს ტექსტს გამოგიგზავნით და ხელი მოაწერეო, ეს უკვე აბუჩად აგდებაც აღარაა
მამუკა კაციტაძე - ხელისუფლება პრეზიდენტს მიმართავს, ვეტოს ტექსტს გამოგიგზავნით და ხელი მოაწერეო, ეს უკვე აბუჩად აგდებაც აღარაა
მისი შეფასებით, ხელისუფლებას რომ გაეთვალისწინებინა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და ვენეციის კომისიის წინადადებები, მას სიტუაციის აქამდე მიყვანა არ დაჭირდებოდა.
"კონსტიტუციური რეფორმა მიდის განხილვების, დებატების, მსჯელობების, დისკუსიების ფონზე, ტარდება ფორსირებულად სამ დღეში ორი მოსმენა, შემდეგ სამი თვე გვაქვს, ეს სამი თვეც გადის, უცებ ტარდება ისევ მესამე მოსმენა ვენეციის კომისიის ძირითად დასკვნამდე. მესამე მოსმენიდან რამდენიმე საათში ხელისუფლება მიმართავს პრეზიდენტს - ჩვენს სამჯერ კენჭნაყარ კონსტიტუციას ვეტო დაადეო. მე ასეთი რამე არ გამიგია, რომ ხელისუფლება და პარლამენტი, რომელმაც კანონი მიიღო სამი მოსმენით იმ წუთშივე მიმართავს პრეზიდენტს, რომ იქნებ ვეტო დაადოო, რომ უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთო. თვეების განმავლობაში ხელისუფლებას რომ გაეთვალისწინებინა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და ვენეციის კომისიის წინადადებები, მას სიტუაციის აქამდე მიყვანა არ დაჭირდებოდა. ხელისუფლებამ არ შეისმინა არაფერი. ალბათ გახსოვთ, ბონუსების აუცილებლობაზე რა რიხით ამტკიცებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ბონუსი არის სტაბილურობის გარანტია, ახლა ამბობენ, რომ ბონუსი აღარ გვინდა, დესტაბილიზაციისკენ გვიბიძგებენ ხელისუფლების წარმომადგენლები? სწორი არ იყო ის, რომ გაუნაწილებელი მანდატები წაიღოს ერთმა, ანუ ერთმა მოიპაროს ყველაფერი რაც სხვასაც ეკუთვნის. ვეუბნებოდით, რომ თანამშრომლობის ფორმა, რასაც ჰქვია ბლოკი არ უნდა აკრძალო, რადგან სამწუხაროა, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლება სწორედ ბლოკების მიერ შეიცვალა. აუქმებ ბლოკს, ანუ ამბობ იმას, რომ არავინ შემცვალოს. რეალურად ეს დათმობა არაა, ესაა იძულებითი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. ვიდრე მესამე მოსმენა იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათ ვენეციის კომისიისგან აიღეს ვალდებულება, რომ რამდენიმე მიმართულებას შეცვლიდნენ, კერძოდ, გააუქმებდნენ ბონუსებს, დაწევდნენ ერთჯერადად ბარიერს და ა. შ. ახლა მესამე მოსმენის კენჭისყრის შემდეგ, მიმართეს პრეზიდენტს ვალი შენ გაგვისტუმრეო. გამოგიგზავნით ვეტოს ტექსტს თქვენ ხელი მოაწერეთო. ეს უკვე აბუჩად აგდებაც აღარაა", - განახადა კაციტაძემ.

კაციტაძის აზრით, პრეზიდენტი არ დათანხმდება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ცვლილებას ორი მიმართულებით და გამორიცხულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და 20 პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული, სამოქალაქო სექტორთან შეჯერებული წინადადებების 5-პუნქტიანი პაკეტი ტრანსფორმირდეს და დავიდეს ორ თუ ერთნახევარ პუნქტამდე, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მასალა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ჟან–ჟაკ რუსო
ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ოქტომბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31