მამუკა კაციტაძე: სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა არ უნდა ჩაიშალოს
მამუკა კაციტაძე: სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა არ უნდა ჩაიშალოს

მამუკა კაციტაძე - გარკვეული ოპოზიციური პარტიებისგან გვესმის, რომ არ აპირებენ სტრასბურგში ჩასვლას, რას ჰგავს ეს სიტუაცია? ხომ არ ხდება დახმარების გაწევა ხელისუფლებისთვის?
ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე სტრასბურგში, 6 სექტემბერს, ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯგუფში შემავალმა პარტიებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც ჯგუფის წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა არ უნდა ჩაიშალოს.


"ოპოზიციური პარტიებისგან გვესმის პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ ჩასვლას სტრასბურგში. რა არის, რას ჰგავს ეს სიტუაცია? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოლაპარაკებების ჩაშლაში დახმარების გაწევა ხდება ხელისუფლებისთვის, რომელსაც არაფრით არ უნდა მოლაპარაკებების ჩატარება?", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

სააგენტო ინტერპრესნიუსის მასალა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
უინსტონ ჩერჩილი
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არ დანებდეთ.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ოქტომბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31