მამუკა კაციტაძე: საკონსტიტუციო პროცესს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი მხარე
მამუკა კაციტაძე: საკონსტიტუციო პროცესს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი მხარე
მამუკა კაციტაძე: საკონსტიტუციო პროცესს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი მხარე
"კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოებულ პროცესს გააჩნია ორი მხარე – სამართლებრივი და პოლიტიკური",- ამის შესახებ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციასთან მიმდინარე პროცესებში სამართლებრივად არაფერი ირღვევა, თუმცა პოლიტიკურად კაციტაძეს მიაჩნია, რომ პრობლემებმა იჩინა თავი.
"საკონსტიტუციო პროცესს გააჩნია ორი ძირითადი მხარე, სამართლებრივი და პოლიტიკური. ხელისუფლებას აქვს ის ბერკეტი, რომ თქვას, სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია, თუმცა აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის დროს, ხელისუფლებაში გაჩნდა სხვა რიტორიკა, რაც გამოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევამ და ისინი მზად არიან, მოლაპარაკება აწარმოონ ოპოზიციასთან. რასაკვირველია, არსებობს უკან დაბრუნების გზა მეორე მოსმენისთვის, ამიტომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, გამოსავლის მოძებნა შეიძლება", -განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძის ინფორმაციით, ოპოზიციის პრეტენზიები სამ ძირითად საკითხს ეხება.
"არის გაუნაწილებელი მანდატების პრობლემა, ბარიერის შემცირება და ბლოკების არ აკრძალვა, ეს პაკეტი შევიმუშავეთ ოპოზიციის იმ ნაწილმა, იმ კატეგორიამ, ვინც ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ამ წინადადებებში ჯერჯერობით გათვალისწინებული არაფერია, აიკრძალა ბლოკები, ბარიერი ნაწილობრივ ჩამოიწია და პროპორციული სისტემის შეცვლაც 24-ში გადაიდო", -განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ვაჟა-ფშაველა
,,მე კი ღმერთმა დამიხსნას და, ზოგის თავში ეს ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა; ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს რაც ეს კვამლი იმას, ვის თავშიც ასტყდება, ავარდება, საქმეს დაჰმართებს: თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს...
ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას,- უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება - ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე - საქმეს აცდენს...""
ფეისბუქის ფან ბოქსი
« სექტემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30