მამუკა კაციტაძე: „ ოპოზიციამ ისეთივე ერთობა უნდა შევინარჩუნოთ კომპრომისების მოძებნის დროს, როგორი ერთობაც შენარჩუნებული გვაქვს დღეს“
მამუკა კაციტაძე: „ ოპოზიციამ ისეთივე ერთობა უნდა შევინარჩუნოთ კომპრომისების მოძებნის დროს, როგორი ერთობაც შენარჩუნებული გვაქვს დღეს“
სასტუმრო "რედისონში" არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, დიპლომატების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით საკონსტიტუციო საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ესწრებოდა.

ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო განხილვები პარლამენტში უნდა შეჩერდეს., იმისთვის, რომ კონსენსუსი შედგეს, ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს პროცესი და თავიდან უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო განხილვები.

მამუკა კაციტაძის თქმით ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან კონსენსუსისთვის და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი პოზიციის შენარჩუნება.

"თუ რამე არის დღეს საინტერესო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ხელისუფლებისთვის ეს არის ოპოზიციური ერთობა. თუ ეს ერთობა დაისალა მარტივ მამრავლებად, მაშინ შედეგი არ დადგება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ისეთივე ერთობა უნდა შევინარჩუნოთ კომპრომისების მოძებნის დროს, როგორი ერთობაც შენარჩუნებული გვაქვს დღეს", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძემ საკუთარი პოზიცია გამოხატა კულუარულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად "ევროპული საქართველო" მზად არის 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას იმ პირობით დაუჭიროს მხარი, თუკი მაჟორატარული მანდატების რაოდენობა შემცირდება და პარლამენტში პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება.

როგორც კაციტაძემ განაცხადა, ამ საკითხზე შეიძლება საუბრობს რომელიმე პარტია, თუმცა ამის მიღება კონსენსუსის გასაფორმებლად არ გამოდგება.

"თუ არსებობს შანსი ორჯერ კენჭნაყარი კონსტიტუციის შეცვლის, ეს უნდა მოხდეს ოპოზიციის ერთიანი ხედვისა და შეთანხმებული პოზიციის საფუძველზე. თუ ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ეს იქნება საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო, დაქსაქსულობა და მათ შორის ხელისუფლებისთვის საკუთარი პოზიციების შეცურება დაიწყო, ასეთი ტიპის წინადადებები ვერც მიზანს მიაღწევს და ლეგიტიმაციის თვალსაზრისითაც იქნება ძალიან რთული. მე არაფერი მსმენია ამ ტიპის წინადადებებზე, არანაირი ასეთი ინფორმაცია არ მქონია. ჩვენ, 15 პარტიისგან შემდგარ საკოორდინაციო საბჭოს, მსგავსი ტიპის ალტერნატივები უბრალოდ არ შეგვიმუშავებია. მე არ გამოვრიცხავ თეორიულად ასეთი რამ არსებობდეს, თუმცა ცალკეული პარტიების მხრიდან კულისებიდან მიწოდებული წინადადებები ხელისუფლებისთვის ვერ იქნება რეზულტატური და არ გამოდგება კონსენსუსი გასაფორმებლად", - განაცხადა კაციტაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად დაუჭერს მხარს ასეთ წინადადებას, კაციტაძეს თქმით, ამ საკითხზე კონტექსტიდან ამოგლეჯილად საუბარი არასწორი იქნება.

"ამ წინადადების კონტექსტიდან ამოგლეჯის განხილვა არის წარმოუდგენელი, ყველაფერი უნდა განვიხილოთ პაკეტში და არა ეს ასე და ის ისე", - განაცხადა კაციტაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
რონალდ რეიგანი
ძალაუფლების კონცენტრირება ყოველთვის თავისუფლების მტერი იყო.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« სექტემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30