შერეული სისტემა ხელისუფლებას დაუმსახურებელ უმრავლესობას მაჟორიტარების წყალობით უნარჩუნებს
შერეული სისტემა ხელისუფლებას დაუმსახურებელ უმრავლესობას მაჟორიტარების წყალობით უნარჩუნებს
საარჩევნო ბარიერის დაწევა პარლამენტში მრავალპარტიულობას გაზრდის, თუმცა შერეული სისტემა ხელისუფლებას დაუმსახურებელ უმრავლესობას მაჟორიტარების წყალობით უნარჩუნებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა.
"შერეული სისტემის შემთხვევაში, ხელისუფლებას ისევ ექნება დაუმსახურებელი უმრავლესობა პარლამენტში, რაც იქნება მაჟორიტარული კორპუსის წყალობით მიღწეული უმრავლესობა. უბრალოდ, ბარიერის დაწევა საშუალებას მისცემს სხვა პარტიებსაც, რომ იყვნენ ძალიან მოკრძალებულად წარმოდგენილი პარლამენტში. იგივე 2016 წელს, რომ ჩატარებულიყო 3%-იანი ბარიერით, ნაცვლად სამი სუბიექტისა, პარლამენტში იქნებოდა 7 სუბიექტი, რაც მრავალპარტიულობას და პლურალიზმს გაზრდიდა პარლამენტში, თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეცვლიდა იმას, რომ "ქართულ ოცნებას" ნაცვლად 116-სა, ჰყოლოდა 105 ან 100 დეპუტატი, რაც დაუმსახურებელი იქნებოდა. ეს სისტემა ერთმნიშვნელოვნად მმართველ გუნდს უნარჩუნებს უპირატესობას, უბრალოდ 3%-იანი ბარიერი მეტად მრავალფეროვანს ხდის პარლამენტს. შევლენ პარტიები, თუმცა რამდენადაც ვიცი, მათ ფრაქციებიც არ ექნებათ. არ ეყოლებათ ასევე წარმომადგენლები ცესკოში. ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის. "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ შედეგიდან ამოსულიყო - ჯერ შედეგი დაედო და შემდეგ უკან ევლო, რა უნდა გავაკეთო კანონშიო", - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, საბოლოო შეფასების გაკეთება ამ დროისთვის რთულია, რადგან საბოლოო სახით დოკუმენტი არ უნახავს.

"მაინტერესებს, როგორ გადავა ეს ზეპირი განცხადებები ფურცელზე. ის გავიგე, რომ 2020 წელს იგივე სისტემით ჩატარდება არჩევნები, თუმცა შემდეგი არჩევნები ჩატარდება სხვაგვარად. ამ ყველაფერს მაინც უნდა ფურცელზე გადატანა, თუ რას გულისხმობენ ბლოკებთან და ბარიერთან დაკავშირებით. ის, რომ 2020-ში არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, არის ცუდი და თუ რამე არის კარგი ახალ პროექტში, მაინტერესებს ვნახო კონსტიტუციის ახალი ვერსია, რის შემდეგაც მექნება ჩემეული შეფასება. ის რაც ცუდია გავიგე, მაგრამ რა არის კარგი ვერ გავიგე. ბარიერის საკითხი მათ შორის ერთჯერადი ღონისძიებაა თუ მუდმივი, ბლოკების თემა ასეა თუ ისეა და ა.შ. ერთგვაროვანი აზრი ვერ ჩამომიყალიბდა უმრავლესობის წევრების განცხადებებისგან. საბოლოო შეფასებას ვერ ვაკეთებ, რადგან დოკუმენტის საბოლოო ვერსია არ მინახავს", - აღნიშნა კაციტაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება. უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი განაცხადა, რომ საარჩევნო ბარიერი 5%-ის ნაცვლად 3% იქნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ვაჟა-ფშაველა
,,მე კი ღმერთმა დამიხსნას და, ზოგის თავში ეს ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა; ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს რაც ეს კვამლი იმას, ვის თავშიც ასტყდება, ავარდება, საქმეს დაჰმართებს: თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს...
ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას,- უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება - ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე - საქმეს აცდენს...""
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ივლისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31