სოსო ბორცვაძემ გორში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მიიღო მონაწილეობა
სოსო ბორცვაძემ გორში კონსტიტუციის პროექტის  საყოველთაო-სახალხო განხილვაში მიიღო მონაწილეობა

"ახალი მემარჯვენეების" გენერალურმა მდივანმა სოსო ბორცვაძემ გორში საქართველოს კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.
მის მიერ დასმული საკითხები კონსტიტუციის მიმართ პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუსის აუცილებლობას და მომავალ კონსტიტუციაში პოლიტიკური პარტიების ბლოკების სახით მონაწილეობის აკრძალვას ეხებოდა.
მან ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენა, რომ კონსტიტუცია დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს, რაც ამ პროექტის მიმართ არ არის.
რაც შეეხება მომავალ კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერით ბლოკების აკრძალვას, სოსო ბორცვაძემ აღნიშნა, რომ იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც საპარლამენტო ბარიერ გადაულახავ პარტიებს (მაგალითად, "მრეწველებს") პარლამენტში ფრაქციები შეუქმნა და მათზე უზარმაზარ საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს, ასეთი აკრძალვის შემოღება გაუგებარია.


სოსო ბორცვაძის შენიშვნებს პარლამენტის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხეს.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ჯორჯ ვაშინგტონი
ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31