"ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე - კულისებში საუბარმა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადავიდეს, ბიზნესს ხელი შეუშალა ჩვენ გვინდა ქუთაისში ვიცოცხლოთ და ვიცხოვროთ, არ გვინდა წასვლა ამ ქალაქიდან, ძალიან გვტკივა პარლამენტის გადატანის საკითხი, - ასე მიმართა "ახალი მემარჯვენეების" წევრმა ივანე კაპანაძემ ქუთაისში, საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო სახალხო განხილვაზე მმართველ გუნდს.
მისი თქმით, ქუთაისის გამოცოცხლებას ხელს უშლის კულისებში ლაპარაკი პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით.
"ქუთაისელებს ძალიან გვტკივა ეს საკითხი. ველოდით, რომ ქუთაისი გამოცოცხლდებოდა საპარლამენტო დედაქალაქად გამოცხადებისას, მაგრამ ამ პროცესს ხელი თავიდანვე შეუშალა კულისებში საუბარმა, რომ ქუთაისიდან უნდა გადავიდეს პარლამენტი. ამან ხელი შეუშალა ბიზნესს. ჩვენ გვინდა ქუთაისში ვიცოცხლოთ და ვიცხოვროთ, არ გვინდა წასვლა ამ ქალაქიდან. ყველა ვფიქრობთ რომელ ქვეყანაში წავიდეთ. რეგიონებს მეტი ყურადღება სჭირდებათ", - განაცხადა კაპანაძემ.
სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მასალა