კაციტაძე: არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე იმისათვის, რომ ობიექტური ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე
კაციტაძე: არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე იმისათვის, რომ ობიექტური ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე პარლამეტში შესატან საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ საზოგადოებაში უნდა იაროს და მათ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს ცვლილებებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ყველამ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე იმისათვის, რომ ობიექტური ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე. ეს უნდა იყოს ყველა ტიპის მოქმედება, საერთო საჯარო განხილვის ფორმატში, სადაც ხელისუფლება ივლის ჩვენც უნდა ვიმოძაოთ ამ თვალსაზრისით და მათთან ერთად უნდა ვამხილოთ ხელისუფლება", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
არტურ შოპენჰაუერი
ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ნოემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30