მამუკა კაციტაძე - მოქმედი პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილებით არავის აურჩევია
მამუკა კაციტაძე - მოქმედი პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილებით არავის აურჩევია
ამის შესახებ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა. მამუკა კაციტაძის განმარტებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სამუშაო შეხვედრაზე საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით იმსჯელეს და სუბიექტები საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემების საკუთარ ვერსიაზე ჩამოყალიბდნენ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ვერსიებს საბჭო საკონსტიტუციო კომისიას და ხელისუფლებას წარუდგენს. ამასთან, კაციტაძის თქმით, საბჭო ორი მიმართულებით საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემაზე მუშაობს.
"ჩვენი შეჯერებული ვერსია საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული საყოველთაო წესით. არც კი განვიხილავთ ვერსიას, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს აირჩიოს პრეზიდენტი იმ არგუმენტით, რომ ეს პარლამენტი ამ უფლებამოსილებით არავის აურჩევია. შემდგომაც, ჩვენი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია მიუხედავად იმისა რა კომპეტენციები დარჩება. რაც შეეხება საპარლამენტო სისტემას, ჩვენ ვეთანხმებით ხელისუფლებას, რომ პარლამენტი უნდა იყოს არჩეული ერთიანი პროპორციული წესით, უბრალოდ აქ არის დეტალები-როგორ უყურებს ასეთ შემთხვევაში პარლამენტი მანდატების განაწილებას, როგორ უყურებს ბარიერის შემცირებას პარლამენტში შემსვლელ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში და როგორია მათი დამოკიდებულება ბლოკებისადმი", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

("ინტერპრესნიუსის"ინფორმაცია 09.03.2017)
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
რონალდ რეიგანი
ძალაუფლების კონცენტრირება ყოველთვის თავისუფლების მტერი იყო.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30