მამუკა კაციტაძე ირაკლი კობახიძეს - როცა პრეზიდენტზე შეტევა გინდა, ამ ტიპის შეტევები უნდა გქონდეს განხორციელებული, პირდაპირ პრეზიდენტი არ უნდა ამოირჩიო
მამუკა კაციტაძე ირაკლი კობახიძეს - როცა პრეზიდენტზე შეტევა გინდა, ამ ტიპის შეტევები უნდა გქონდეს განხორციელებული, პირდაპირ პრეზიდენტი არ უნდა ამოირჩიო
როცა გინდა, რომ განახორციელო შეტევა პრეზიდენტზე და მის ინსტიტუციაზე ცხოვრებაში რაღაც ამ ტიპის შეტევები უნდა გქონდეს განხორციელებული და პირდაპირ პრეზიდენტი არ უნდა ამოირჩიო სამიზნედ, - ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მამუკა კაციტაძის შეფასებით, უცნაურია, რომ, ერთი მხრივ, პრეზიდენტს აკრიტიკებდნენ თუ რატომ არ ერთვება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, ხოლო მეორე მხრივ, რატომ ერთვება გაცილებით უფრო ფართო "ფონით".
"როცა გინდა, რომ განახორციელო შეტევა პრეზიდენტზე და მის ინსტიტუციაზე, ცხოვრებაში რაღაც ამ ტიპის შეტევები უნდა გქონდეს განხორციელებული და პირდაპირ პრეზიდენტი არ უნდა ამოირჩიო სამიზნედ. ეს არ არის კარგი.

ცოტა უცნაურია, ერთი მხრივ, აკრიტიკებდნენ პრეზიდენტს თუ რატომ არ ერთვება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ახლა ერთვება გაცილებით უფრო ფართო ფონით და რატომ ერთვებიო ამ ფონით, არამედ ჩაერთე ისე როგორც ჩვენ გვინდოდაო.

კანონი ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილების სართო საჯარო განხილვას. ეს ყველაფერი რომ არ გახდეს 72 ადამიანის გადასაწყვეტი, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიაშია, პრეზიდენტის ინიციატივა მე მგონი ითვალისწინებს უფრო ფართო ჩართულობას ადგილობრივი ხელისუფლებების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და საერთოდ, ჩვენი მოქალაქეებისა.

მე რომ მკითხო, ხელისუფლებას პირიქით უნდა გაუხარდეს, რომ გაიხსნა და უფრო ტრანსფარენტული გახდა პროცესი. ამიტომ ნუ დავინახავთ მტრულ ნაბიჯებს და ანტაგონისტურ თემას ნუ შევქმნით ქვეყნის შიგნითაც. მე ამას შევაგებებდი შიშებს ხელისუფლებისა და კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. ასეთმა ხისტმა პოზიციებმა უკანასკნელ პერიოდში ბევრი მიმართულებით ხელისუფლება კარგ მდგომარეობაში არ ჩააყენა", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

"მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ კამპანიას ეხმაურება.

კობახიძის შეფასებით, შეხვედრებით, რომელსაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან 10 მარტიდან იწყებს, ის ავლენს "ღრმა უპატივცემულობას პარლამენტის მიმართ", ასევე ერევა პარლამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის სწორედ პარლამენტის პასუხისმგებლობა.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მასალა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ჟან–ჟაკ რუსო
ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31