მანანა ნაჭყებია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემა მუდმივად ხელისუფლებების მხრიდან მისი სრულად გაკონტროლების სურვილია და არა არხის ურეიტინგობა“
მანანა ნაჭყებია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემა მუდმივად ხელისუფლებების  მხრიდან   მისი სრულად გაკონტროლების სურვილია და არა არხის  ურეიტინგობა“
"ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ საზოგადოებრივი არხის პრესკლუბში ბრიფინგი გამართა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა ხელისუფლებას ჰქონდა და "ქართულ ოცნებასაც" აქვს სურვილი სრულად გააკონტროლოს მედიასივრცე და მათ შორის, პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებელი. მათთვის ეს არის შესაძლებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის და არა საკუთარი ფინანსური რესურსების ხარჯზე იქონიოს ტელევიზია, რომელიც თავიდან ბოლომდე მხოლოდ სახელისუფლებო ინტერესებს მოემსახურება.

მანანა ნაჭყებიას აზრით, მნიშვნელოვანია ვინ ახორციელებს რეფორმებს და როგორ ახორციელებს. ის, რომ ხელისუფლების მიერ "დანიშნული" ბორდის მიერ შერჩეული გენერალური დირექტორი ოცნებასთან დაახლოებული და ივანიშვილის ყოფილი ტელევიზიის GDშ-ის ერთ-ერთი მმართველი ფიგურაა, ცხადია იწვევს უნდობლობას. კრიტიკას ვერ უძლებს, მეორე საკითხიც, თუ როგორ ახორციელებენ ის და მის მიერ მოყვანილი ადამიანები ამ ე.წ. რეფორმას. პრაქტიკულად არხის ყველა გადაცემის დახურვა და 1200 ადამიანის უმუშევრად დატოვება, ბუნებრივია, არ იწვევს განცდას, რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებს ემსახურება.

"ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მაშინ როცა წინა ხელისუფლება მას ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად იყენებდა და არ დავთმობთ ახლაც, რომ არხი, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული ფუნქცია აქვს, საბოლოოდ , ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლების რუპორად იქცეს. ვიცავდით და დავიცავთ ყველა იმ ადამიანის ინტერესებს, რომელიც არხზე მუშაობს და უმუშევრად დატოვების საფრთხე ემუქრება",- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
არტურ შოპენჰაუერი
ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31