მამუკა კაციტაძე: „საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი”
მამუკა კაციტაძე: „საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი”
მამუკა კაციტაძე: "საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი რათა პარლამენტმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ უკვე განხილული კანონპროექტი კენჭისყრაზე დააყენოს"
ამის შესახებ სამოქალაქო სექტორთან და ექსპერტულ წრეებთან ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო ჯგუფის წევრების შეხვედრის შემდეგ "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიცია აპირებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით მათი ინიციატივით მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებაზე უარის თქმის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.
"ვხვდებით, არასამთავრობო სექტორის და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს, რათა ჩვენი დოკუმენტი იყოს კონსოლიდირებული, შეთანხმებული და უფრო ფართო წრის მიერ იყოს მხარდაჭერილი. ერთის მხრივ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ეს, მეორეს მხრივ არის ძალიან კონკრეტული თემა: ჩვენ ინიცირება გავაკეთეთ 200 ათასი ხელმოწერით, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდეს და პარლამენტი კენჭისყრაზეც კი არ აყენებს უკვე განხილული საკითხს. ამიტომ ჩვენ მომავალ კვირას შეგვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი" , - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციამ პარლამენტში კანონპროექტი გასულ წელს შეიტანა. ცვლილებას 200 000 მოქალაქე უჭერს მხარს, რაც მათი ხელმოწერებითაა დადასტურებული. საკითხი პარლამენტში სამივე მოსმენით გავიდა, მაგრამ ახალი მოწვევის პარლამენტი უარს ამბობს უკვე განხილული საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს.
ეს საკითხი დღეს იქნა წამოწეული შეხვედრაზე, რომელზეც ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წევრები სამოქალაქო სექტორის და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დოკუმენტის განხილვა, რომელიც თებერვალში მთავრობას და საკონსტიტუციო კომისიას წარედგინება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ჟან–ჟაკ რუსო
ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30