მამუკა კაციტაძე - პაატა ბურჭულაძის ბლოკში შემავალი სუბიექტები სამომავლო თანამშრომლობას აპირებენ
მამუკა კაციტაძე - პაატა ბურჭულაძის ბლოკში შემავალი სუბიექტები სამომავლო თანამშრომლობას აპირებენ
პაატა ბურჭულაძე არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, - ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, პაატა ბურჭულაძის პარტია ყრილობისთვის ემზადება.

ამასთან, კაციტაძის თქმით, პაატა ბურჭულაძის ბლოკი ბლოკის სახით ვეღარ გააგრძელებს თანამშრომლობას, რადგან არჩევნები დასრულდა. თუმცა მასში შემავალი სუბიექტები სამომავლო თანამშრომლობას აპირებენ.

"ფორმატი ბლოკის ვეღარ იქნება. რადგანაც ბლოკის ფორმატი მხოლოდ არჩევნებისთვის არის შექმნილი. თუმცა ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას და გაღრმავებას", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ის სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდებს თანამშრომლობისთვის.

კაციტაძის თქმით, საჭიროა სხვა პოლიტიკური ძალებით მობილიზდნენ და დაიწყონ გაერთიანებაზე ზრუნვა.
ამ ეტაპისთვის არაფერ კონკრეტულ გაერთიანებაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ გაზაფხულზე უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული, თუ როგორ შევხვდეთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ძალების მობილიზება, რათა გავარღვიოთ ორპოლუსიანი სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკება მომავალ არჩევნებზე გაერთიანებისთვის, ამაზე მამუკა კაციტაძე არ დაკონკრეტდა და განაცხადა, რომ მათი ალიანსი ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ექნება საერთო ინტერესები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
იმანუელ კანტი
ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ნოემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30