მანანა ნაჭყებია: ჩვენ არ გვინდა ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკა
მანანა ნაჭყებია:  ჩვენ არ გვინდა ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკა
"პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალა არის ის მოცემულობა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს შეცვლიდა და დარწმუნებული ვარ, შეცვლის კიდეც", – ამის შესახებ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" ბლოკის წევრმა, "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა, მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.
ნაჭყებია ბლოკის მთავარ დადებით ფაქტორად ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენას ასახელებს.
"ირაკლი ყიფიანი, დავით ჯანდიერი – ეს ადამიანები არიან სრულიად ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში. ბურჭულაძის ბლოკში მოხდა ახალი ხედვებისა და გამოცდილი პოლიტიკოსების რესურსის შერწყმა. ჩვენი გუნდი ყველა კვლევით, მესამე ადგილზეა. ჩვენ შეგვეძლო და შეგვიძლია ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკა შეგვეცვალა, სწორედ ამიტომ დაგვიპირისპირდა "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც", – განაცხადა ნაჭყებიამ
მოახდენს თუ არა ბლოკის ირგვლივ ბოლო დროს განვითრებული მოვლენები არჩევნების დღეს გავლენას მათ რეიტინგზე, ამის შესახებ პროგნოზის გაკეთება მანანა ნაჭყებიას უჭირს.
"მე მაქვს ყოველდღიური შეხვედრა მოქალაქეებთან და ამ შეხვედრებზე იკვეთება, რომ ბლოკის ირგვლივ ყველაფერი შემთხვევით არ ხდება და ამის ირგვლივ დგას მმართველი გუნდის და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები, თუმცა ის მიზანი, რაც მათ ჰქონდათ, ბოლომდე ვერ შეასრულეს. ამიტომ არჩევნებამდე დარჩენილი დრო მოსახლეობას მისცემს იმაზე ფიქრის საშულებას, თუ რა იყო მიზეზი "ბურჭულაძის" ბლოკის ირგვლივ მომხდარი ქაოსისა", – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
უინსტონ ჩერჩილი
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არ დანებდეთ.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ივლისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31