მანანა ნაჭყებიამ ლუბლიანას ქუჩაზე მწვანე საფარის გაჩეხვა გააპროტესტა
მანანა ნაჭყებიამ ლუბლიანას ქუჩაზე მწვანე საფარის გაჩეხვა გააპროტესტა
საარჩევნო ბლოკის "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა #16 საარჩევნო ოლქში მანანა ნაჭყებიამ ლიუბლაინის ქუჩის #11 ში მშენებარე სახლთან ჟურნალისტები მოიწვია და დედაქალაქის მერია ხეების გაჩეხვასა და მწვანე საფარის განადგურებაში დაადანაშაულა.
" იმ გახმაურებულ ფაქტებთან ერთად, რომელიც ყველამ ვიცით დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მშენებლობების გამო მწვანე საფარის განადგურებასთან დაკავშირებით, უამრავი ასეთი ფაქტი აღმოვაჩინეთ, რომელიც შედარებით მცირე მასშტაბის გამო არ გახმაურებულა. მაგალითად ლიუბლიანის ქუჩაზე #11 -ში მშენებლობის ნებართვა გაიცა მიწის ნაკვეთზე, რომელიც გამწვანებული იყო და უკვე მოჭრილია რამდენიმე ძირი ნაძვი და სხვა მცენარეები. გარდა ამისა, ნებართვების გაცემაში სრული ქაოსია, ერთმანეთის გვერდით შენდება სხვადასხვა დანიშნულების შენობები ისე, რომ არ არის გათვალისწინებული მშენებარე ნაგებობის სპეციფიკა, მანქანების სადგომი ადგილები. ყველანი ვხედავთ როგორი სატრანსპორტო კოლაფსია ქალაქში. ყოველი ასეთი გაუაზრებლად გაცემული ნებართვა კიდევ ერთი "ცხელი წერტილია" ქალაქში, რომელიც აუცილებლად საცობებს გამოიწვევს და ტრანსპორტის მოძრაობას შეაფერხებს,"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მშენებლობის ნებართვის გაცემა გვერდით მცხოვრები კორპუსის მცხოვრებლებმაც გააპროტესტეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ჯორჯ ვაშინგტონი
ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31