მამუკა კაციტაძე: მემორანდუმი ხელისუფლებამ თავის უწყებებს გაუფორმოს
მამუკა კაციტაძე: მემორანდუმი ხელისუფლებამ თავის უწყებებს გაუფორმოს
"მემორანდუმი არის "ქართული ოცნების" მოგონილი ახალი ხრიკი",- ამის შესახებ პორტალ "კვირას" პრესკლუში ბლოკი "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
"მე არც მემორანდუმის ტექსტი ვიცი და რომც ვიცოდე, ხელსუფლებას ვურჩევ, საკუთარ უწყებებს გაუფორმოს მეომრანდუმი", – განაცხადა მამუკა კაციტაძემ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კაციტაძე ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ჩანაწერის გავრცელებასაც გამოეხმაურა და მის გავრცელებაში ხელისუფლება დაადანაშაულა.
"არის ისეთი ვერსიაც, რომ ჩანაწერი საუბრის ერთ-ერთმა მონაწილემ გაავრცელა, თუ ეს ასეა, გამოძიება რატომ არ მუშაობს ამ მიმართულებით? როცა ბურჭულაძე დაკითხეს, ამ კუთხით არაფერი უკითხავთ. მათი მხრიდან აქცენტი გაკეთდა საუბრის შინაარსზე და არა გავრცელებაზე. თუ საუბარი ერთ-ერთმა მონაწილემ ჩაწერა და გაავრცელა, მაშინ პირდაპირ ლუსტრირებულია სიტუაცია. დაინტერესდეს ძიება ვისი ინტერესი იყო ამ ჩანაწერის გავრცელება",- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
უინსტონ ჩერჩილი
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არ დანებდეთ.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30