"პირველ პრესკლუბში" სტუმრობისას, მანანა ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბარში გასაკუთრებული არაფერია, თუმცა მისთვის მიუღებელია პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში გვარამიას საუბრის ტონი.
"როგორც "რუსთავი 2"- ს, ასევე საქართველოში არსებულ სხვა ტელევიზიებს, თავისი პოლიტიკა აქვს. "რუსთავი 2"-ს ერთმნიშვნელოვნად გაცხადებული აქვს, რომ ის პროპაგანდას უწევს დასავლურ იდეებს, პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერაცია საგარეო პოლიტიკის ერთადერთი უალტერნატივო მიმართულებაა.
სხვა ტელევიზიებს სხვა იდეოლოგია მიაჩნიათ პრიორიტეტულად. ამაზე არაერთხელ უსაუბრია პირადად ნიკა გვარამიას. შესაბამისად, ეს ტელეკომპანია წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას სწორედ ამ გარემოების გათავლისწინებით გეგმავს. რაც შეეხება ნიკა გვარამიას ტონს, ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ, რომ არავის ასეთი ტონით საუბარი არ მოსწონს".
ვიდრე ხელისუფლება არ დაიწყებს გამოძიებას და არ დაადგენს, , ვის მიერ იქნა ატვირთული საუბრის ჩანაწერი, პრეტენზია მხოლოდ ხელისუფლების მიმართ გვექნება. ჩვენი განცდა ბუნებრივი იქნება - "ისევ ისე გვისმენენ, როგორც გვისმენდნენ",- აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.
პარტიის პოლიტიკური მდივანი მასალების გავრცელების ოთხ სავარაუდო წყაროს ასახელებს.
"ერთი - (როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ) ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია სათანადო ტექნიკური საშუალებები, მეორე - ოპერატორი კომპანია, რომელსაც აქვს ე.წ. " გასაღები"; მესამე - სუს-ი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელთაც კანონმდებლობით დაიტოვეს მეორე "გასაღები" და მეოთხე - თავად ნიკა გვარამია (ბუნებრივია, პაატა ბურჭულაძის ინტერესში ამ ჩანაწერის გამოქვეყნება არ შედიოდა).
- ისტორია
- ფასეულობები
- წესდება
- პროგრამა
- მთავარი კომიტეტი
- დოკუმენტები
- "ახალი მემარჯვენეების" განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით
- ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
- პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ VI რიგგარეშე ყრილობის რეზოლუცია
- განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ
- დამფუძნებელი ყრილობის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი
- მიმართვა ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს