მანანა ნაჭყებია: „მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის და ბლოკის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რათა არჩევანი კვლავ ორ ძალას შორის იყოს“
მანანა ნაჭყებია: „მიმდინარეობს  პაატა ბურჭულაძის და  ბლოკის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რათა არჩევანი კვლავ ორ ძალას შორის იყოს“
მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდუბე #16 ოლქში მანანა ნაჭყებიამ, ბლოკიდან "პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის" "პირველის" პრესკლუბში განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს პაატა ბურჭულაძის ბლოკის ხელოვნურ დისკრედიტაციას, რათა არჩევანი კვლავ ორ ძალას - ქართულ ოცნებას და ნაცმოძრაობას შორის იყოს.
" მიმდინარეობს ყველას და ყველაფრის დისკრედიტაცია, მიმდინარეობს ბინძური ცილისწამება, მიმდინარეობს ჭორაობა ყველაზე და ყველაფერზე, შიდა პრობლემების გამომზეურება, რაც საზოგადოებას განაწყობს ნიჰილისტურად, მოტივაციას უკარგავს მივიდეს არჩევნებზე და თავის მოქალაქეობრივი ვალი შეასრულოს.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი ვხვდები დიღმის მასივის, დიდუბის, ზაჰესის და დიდი დიღმის მოსახლეობას და ვხედავ, რომ ამომრჩეველში პოლიტიკის და არჩევნების მიმართ სრული ნიჰილიზმია. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ქართულ პოლიტიკაში. ეს ვითარება პარლამენტში დღეს წარმოდგენილ ორივე ძალას აწყობს, რადგან დაბალი აქტივობის პირობებში ისინი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით თავიანთი ამომრჩევლის მობილიზებას შესძლებენ. თუ ასე მოხდა, მომავალ პარლამენტში ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ იმას მოვისმენთ, რაც აქამდე გვესმოდა და ქვეყანა კიდევ ოთხი წელი წინ ვერ წავა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობას ნდობა აღვუდგინოთ არჩევნების მიმართ", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისი განცხადებით, როგორც კი ხელისუფლებამ შენიშნა, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკის რეიტინგმა მათთვის არასასურველ მასშტაბს მიაღწია, მაშინათვე ამოქმედდა ბლოკისთვის ხელის შეშლის მექანიზმები, ფინანსური რესურსების გადაკეტვა, დისკრედიტაცია, ნაცმოძრაობის სატელისტის იარლიყის მიკერება. "თუმცა სიტუაცია აბსურდულ ხასიათს იღებს და ხელისუფლება თუ ნაცმოძრაობის დაკვეთით შექმნილ ბლოკზე საუბრობს, ნაცმოძრაობისთვის ეს ბლოკი ქართული ოცნების შექმნილია. რეალურად ბლოკს თავისი ყველაზე საინტერესო ეკონომიკური პროგრამით, ქვეყანაში სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ხედვით, ბიზნესის და კერძო საკუთრების დაცულობის გარანტიებით მართლაც შეუძლია პერსპექტივა შეუქმნას ქვეყანას. აქ არიან ძალიან საინტერესო ადამიანები, ახალი სახეები, გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებიც მომავალ პარლამენტში მართლაც შესძლებენ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა მოახდინონ", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
პოლ ვაცლავიკი
"ცუდის " ანტონიმი მაინცდამაინც "კარგი" არ არის, ის შეიძლება "უფრო ცუდიც" იყოს


ფეისბუქის ფან ბოქსი
« სექტემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30