მამუკა კაციტაძე: ქართულ პოლიტიკაში არსებულ ორპოლუსიანობას ბლოკი "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" დაშლის
მამუკა კაციტაძე: ქართულ პოლიტიკაში არსებულ ორპოლუსიანობას   ბლოკი  "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" დაშლის
ამის შესახებ "პაატა ბურჭულაძე – სახელმწოფო ხალხისთვის" ბლოკში შემავალი "ახალი მემარჯვენების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ სააგენტო "პირველის" პრეს კლუბში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მამუკა კაციტაძის განმარტებით, ორივე პარტიისთვის – "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს ბლოკი მიუღებელია, რადგან ის არის ერთადერთი ძალა, რომელიც ივანიშვილ-სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ორპოლუსიანობის პოლიტიკას დაშლით დაემუქრა.
"2012 წელს, ბიძინა ივანიშვილმა გზავნილი გამოუშვა, რომელმაც იმუშავა და 4 წლის განმავლობაში, ქართული პოლიტიკა შექმნა. ეს არის ორპოლუსიანობა მასსა და სააკაშვილს შორის.
ივანიშვილს სააკაშვილის ყოფნა აწყობს, რადგან საფრთხობელა მოწინააღმდეგე სჭირდება. მეორეს მხრივ, "ნაცმოძრაობას" სჭირდება არაკომპეტენტური, ეკლექტური ხელისუფლება, რომელსაც მუდმივად შეეკამათება და მოუგებს.
უნდა შენარჩუნდეს ორპოლუსიანობა, ამიტომ, როგორც კი გამოჩნდა ძალა, რომელმაც შეიძლება, ივანიშვილ-სააკაშვილის ეს კომფორტი დაარღვიოს და ორპოლუსიანობა დაშალოს, ის დარტყმის ობიექტი გახდა. ესაა მიზეზი იმისა, რომ ივანიშვილისთვის ვართ "ნაციონალების" სატელიტები, ხოლო "ნაცმოძრაობისათვის" ივანიშვილის პროექტი",- აღნიშნა კაციტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
პლატონი
გმირი ასეულებში იბადება, ბრძენი კაცი ათასეულებში თუ მოინახა, მაგრამ ორივე ერთად შესაძლოა ასეულობით ათასშიც კი ვერ მოიძებნოს
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ივლისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31