დავით გამყრელიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება
დავით გამყრელიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე 24 მაისს ტ/კ „კავკასიის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალი საავადმყოფოების თემაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი კარგად არ არის გათვითცნობიერებული ჰოსპიტალური სექტორის და სამედიცინო დაზღვევის სისტემის სპეციფიკაში.

ახალი საავადმყოფოები  მატრიალურ–ტექნიკური თვალსაზრისით კარგად არის აღჭურვილი.  მთავარი პრობლემაა ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და რომ ეს საავადმყოფოები, მომსახურების მაღალი ფასის გამო მუზეუმებად გადაიქცა.

 

ამიტომ ჩვენ, მთელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ახალი საავადმყოფოების წინააღმდეგ კი არ უნდა გამოვდიოდეთ, არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ განვავითაროთ ქვეყანაში ცივილიზებული და სრულფასოვანი სამედიცინო დაზღვევის სისტემა, როგორ უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეები პოლისებით, რომლებიც რეალურად დაფარავს მათი სამედიცინო და მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის სწორედ ასეთი სისტემის ჩამოყალიბება.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
იმანუელ კანტი
ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31