ახალი ამბები
მამუკა კაციტაძე - ხელისუფლება პრეზიდენტს მიმართავს, ვეტოს ტექსტს გამოგიგზავნით და ხელი მოაწერეო, ეს უკვე აბუჩად აგდებაც აღარაა
მისი შეფასებით, ხელისუფლებას რომ გაეთვალისწინებინა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და ვენეციის კომისიის წინადადებები, მას სიტუაციის აქამდე მიყვანა არ დაჭირდებოდა.
"კონსტიტუციური რეფორმა მიდის განხილვების, დებატების, მსჯელობების, დისკუსიების ფონზე, ტარდება ფორსირებულად სამ დღეში ორი მოსმენა, შემდეგ სამი თვე გვაქვს, ეს სამი თვეც გადის, უცებ ტარდება ისევ მესამე მოსმენა ვენეციის კომისიის ძირითად დასკვნამდე. მესამე მოსმენიდან რამდენიმე საათში ხელისუფლება მიმართავს პრეზიდენტს - ჩვენს სამჯერ კენჭნაყარ კონსტიტუციას ვეტო დაადეო.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე: სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა არ უნდა ჩაიშალოს

მამუკა კაციტაძე - გარკვეული ოპოზიციური პარტიებისგან გვესმის, რომ არ აპირებენ სტრასბურგში ჩასვლას, რას ჰგავს ეს სიტუაცია? ხომ არ ხდება დახმარების გაწევა ხელისუფლებისთვის?
ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე სტრასბურგში, 6 სექტემბერს, ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯგუფში შემავალმა პარტიებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც ჯგუფის წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა არ უნდა ჩაიშალოს.

[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე: საკონსტიტუციო პროცესს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი მხარე
მამუკა კაციტაძე: საკონსტიტუციო პროცესს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი მხარე
"კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოებულ პროცესს გააჩნია ორი მხარე – სამართლებრივი და პოლიტიკური",- ამის შესახებ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციასთან მიმდინარე პროცესებში სამართლებრივად არაფერი ირღვევა, თუმცა პოლიტიკურად კაციტაძეს მიაჩნია, რომ პრობლემებმა იჩინა თავი.
[ სრულად ]
მამუკა კაციტაძე: „ ოპოზიციამ ისეთივე ერთობა უნდა შევინარჩუნოთ კომპრომისების მოძებნის დროს, როგორი ერთობაც შენარჩუნებული გვაქვს დღეს“
სასტუმრო "რედისონში" არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, დიპლომატების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით საკონსტიტუციო საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ესწრებოდა.

ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო განხილვები პარლამენტში უნდა შეჩერდეს., იმისთვის, რომ კონსენსუსი შედგეს, ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს პროცესი და თავიდან უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო განხილვები.

მამუკა კაციტაძის თქმით ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან კონსენსუსისთვის და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი პოზიციის შენარჩუნება.
[ სრულად ]
შერეული სისტემა ხელისუფლებას დაუმსახურებელ უმრავლესობას მაჟორიტარების წყალობით უნარჩუნებს
საარჩევნო ბარიერის დაწევა პარლამენტში მრავალპარტიულობას გაზრდის, თუმცა შერეული სისტემა ხელისუფლებას დაუმსახურებელ უმრავლესობას მაჟორიტარების წყალობით უნარჩუნებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა.
"შერეული სისტემის შემთხვევაში, ხელისუფლებას ისევ ექნება დაუმსახურებელი უმრავლესობა პარლამენტში, რაც იქნება მაჟორიტარული კორპუსის წყალობით მიღწეული უმრავლესობა. უბრალოდ, ბარიერის დაწევა საშუალებას მისცემს სხვა პარტიებსაც, რომ იყვნენ ძალიან მოკრძალებულად წარმოდგენილი პარლამენტში.
[ სრულად ]
სოსო ბორცვაძემ გორში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მიიღო მონაწილეობა

"ახალი მემარჯვენეების" გენერალურმა მდივანმა სოსო ბორცვაძემ გორში საქართველოს კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.
მის მიერ დასმული საკითხები კონსტიტუციის მიმართ პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუსის აუცილებლობას და მომავალ კონსტიტუციაში პოლიტიკური პარტიების ბლოკების სახით მონაწილეობის აკრძალვას ეხებოდა.
მან ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენა, რომ კონსტიტუცია დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს, რაც ამ პროექტის მიმართ არ არის.
რაც შეეხება მომავალ კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერით ბლოკების აკრძალვას, სოსო ბორცვაძემ აღნიშნა, რომ იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც საპარლამენტო ბარიერ გადაულახავ პარტიებს (მაგალითად, "მრეწველებს") პარლამენტში ფრაქციები შეუქმნა და მათზე უზარმაზარ საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს, ასეთი აკრძალვის შემოღება გაუგებარია.

[ სრულად ]
ივანე კაპანაძე: კულისებში საუბარმა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადავიდეს, ბიზნესს ხელი შეუშალა

"ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე - კულისებში საუბარმა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან უნდა გადავიდეს, ბიზნესს ხელი შეუშალა ჩვენ გვინდა ქუთაისში ვიცოცხლოთ და ვიცხოვროთ, არ გვინდა წასვლა ამ ქალაქიდან, ძალიან გვტკივა პარლამენტის გადატანის საკითხი, - ასე მიმართა "ახალი მემარჯვენეების" წევრმა ივანე კაპანაძემ ქუთაისში, საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო სახალხო განხილვაზე მმართველ გუნდს.
[ სრულად ]
„ახალი მემარჯვენეების“ ოფისში შეხვედრა გაიმართა
2 მაისს "ახალი მემარჯვენეების" ოფისში პარტიის ლიდერები " საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, რომელსაც 20018-2020 წლებში აღნიშნული ორგანიზაციები განახორციელებენ. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას.
პარტიის ლიდერებმა სტუმრებს გააცნეს მოსაზრებები პროგრამის დაგეგმვასთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებით.

კაციტაძე: არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე იმისათვის, რომ ობიექტური ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე პარლამეტში შესატან საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ საზოგადოებაში უნდა იაროს და მათ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს ცვლილებებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ყველამ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე იმისათვის, რომ ობიექტური ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე. ეს უნდა იყოს ყველა ტიპის მოქმედება, საერთო საჯარო განხილვის ფორმატში, სადაც ხელისუფლება ივლის ჩვენც უნდა ვიმოძაოთ ამ თვალსაზრისით და მათთან ერთად უნდა ვამხილოთ ხელისუფლება", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
[ სრულად ]
"ახალი მემარჯვენეები" გილოცავთ საქართველოს ევროკავშირთან უვიზომიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას !
"ახალი მემარჯვენეები" გილოცავთ საქართველოს ევროკავშირთან უვიზომიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ! წარმატებები ჩვენს ქვეყანას!

აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ჯორჯ ვაშინგტონი
ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის
ფეისბუქის ფან ბოქსი
« ნოემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30