ახალგაზრდული ორგანიზაციის ისტორია

www.nrp.ge


პ/გ "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაცია დაარსდა 2001 წლის 22 დეკემბერს პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით.

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:

ახალგაზრდობის ფართო მასების ჩაბმა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში;
ახალგაზრდობაში პ/გ "ახალი მემარჯვენეები" ("ახლები")-ს მიზნებისა და პოზიციების განმარტება, პარტიის პროგრამის პროპაგანდა;
პ/გ "ახალი მემარჯვენეები" ("ახლები")-სთვის კადრების მომზადება და მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა;

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრისათვის ხელის შეწყობა;
ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისა და ჰარმონიული განვითრებისათვის პროგრამების შემუშავება და განახორციელება;
ახალგაზრდობაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა;
ზრუნვა ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოსთვის;
მემარჯვენე ახალგაზრდობის საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაცია;
პ/გ "ახალი მემარჯვენეები" ("ახლები")-ს მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზება.
ახალგაზრდულ ორგანიზაციას გააჩნია რაიონული ორგანიზაციები საქართველოს ყველა იმ ქალაქსა და რაიონში, სადაც დაფუძნებულია და ფუნქციონირებს პ/გ "ახალი მემარჯვენეები" ("ახლები"). ამჟამად ორგანიზაცია 3000-ზე მეტ წევრს ითვლის.

www.nrp.ge
2003 წლის 26 ივნისს გაიმართა ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველი ყრილობა, რომელსაც დაესწრო საქართველოს ყველა მხარისა და რაიონის 413 დელეგატი. ყრილობამ დაამტკიცა ორგანიზაციის პლატფორმა და აირჩია გამგეობა.


ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების წინასააღჩევნო კამპანიაში. და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "ახალი მემარჯვენეები"-ს მიერ მიღწეულ შედეგებში.

"ახალგაზრდა მემარჯვენეები" რეგულარულად ახორციელებენ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებს. ადგილობრივ დონეზე იმართება ტურნირები მინი-ფეხბურთსა და ჭადრაკში, ეწყობა ტრეინინგ-სემინარები, დებატ-კლუბები და ინტელექტუალური თამაშები, ხორციელდება ე.წ. "მცირე გრანტების" პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს რაიონულ ორგანიზაციებს თავად განახორციელონ ღონისძიებები.

"ახალგაზრდა მემარჯვენეები" აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო საქმიანობაში. ხანგრძლივი და ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, ორგანიზაცია გახდა ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის (YEPP) და საერთაშორისო ახალგაზრდული დემოკრატული კავშირის (IYDU) ნამდვილი წევრი. 2007 წლის მაისში "ახალგაზრდა მემარჯვენეები"-ს წარმომადგენელი ირინა ფრუიძე აირჩიეს YEPP-ის ვიცე-პრეზიდენტად.

2003 წლის 22-26 სექტემბერს თბილისში გაიმართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მემარჯვენე ახალგაზრდობის ფორუმი: "ახალგაზრდობა მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 ქვეყნის 25-მდე დელეგატმა. ფორუმზე დაფუძნდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მემარჯვენეთა ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერის საინფორმაციო ქსელი, რომლის კოორდინირებაც დღემდე ხორციელდება "ახალგაზრდა მემერჯვენეები"-ს მიერ.

2005 წლის სექტემბერში "ახალგაზრდა მემარჯვენეებმა" თბილისში წარმატებით უმასპინძლეს YEPP-ის სემინარსა და საბჭოს სხდომას. ღონისძიებას ევროპის მემარჯვენე ახალგაზრდობის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

"ახალგაზრდა მემარჯვენეებმა" პარტნიორული ურთიერთობა დაამყარეს ევროპის მემარჯვენე პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. მათ შორისაა ნორვეგიის "ახალგაზრდა მემარჯვენეები" (Unge Hoyre) და უკრაინის, მოლდოვის, ლიტვისა და ლატვიის მემარჯვენე-ცენტრისტული ახალგაზრდული ორგანიზაციები. განსაკუთრებით ხანგრძლივვადიანი და წარმატებული აღმოჩნდა ნორვეგიის ახალგაზრდა მემარჯვენეებთან ერთად წარმოებული ორმხრივი პროექტები.

2005 წელს "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინა ფრუიძე აირჩიეს ევროპის მემარჯვენე ახალგაზრდული პარტიის ვიცე–პრეზიდენტად.

ამავე წელს ირინა ფრუიძე გავლენიანი ამერიკული ჟურნალის"THE POLITICS" მიერ დასახელებულ იქნა "პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად".

"ახალგაზრდა მემარჯვენეები" საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს ნამდვილი წევრია და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საქმეში.

სხვადასხვა წლებში ახალგაზრდული ორგანიზაციის თვამჯდომარეები იყვნენ გიორგი მოსიძე , ლევან გოგიჩაიშვილი, რევაზ სოხაძე, ლევან ხურცილავა.

ამჟამად "ახალგაზრდა მემარჯვენეები"-ს თავმჯდომარეა თამარ კაკაბაძე.

www.nrp.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
გამოსახულება
აქტუალური თემა
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?
ახალი ხელისუფლების 7 თვე – საით მიდის საქართველო?

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 8 თვე გავიდა. "ახალი მემარჯვენეების" სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უახლეს ქართულ ისტორიაში, მაგრამ ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყებიდან მე–7 თვე გადის და დღეს უკვე სასიცოცხლო აუცილებლობას იძენს დავსვათ შეკითხვები – საით მიდის საქართველო და გახდა თუ არა საფუძველი 1 ოქტომბრის პრეცედენტი ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.
[ სრულად ]
ახალზრდული პარტიის შესახებ
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ VI რიგგარეშე ყრილობის რეზოლუცია
პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" რიგგარეშე ყრილობის მონაწილეები ვაცხადებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები და მისი შედეგებიდან გამომდინარე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის სერიოზული ანალიზის და სამომავლო მოქმედების მკაფიოდ ჩამოყალიბების აუცილებლობას ქმნის.
[ სრულიად ]
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ განცხადება

2013 წლის 20 იანვარს კონსტიტუციის თანახმად  (მუხლი 70.1.) იწურება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის 5 წლიანი ვადა.
სამწუხაროდ, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე,  2006 წლის 27 იანვარს საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა სხვა ჩანაწერიც (მუხლი  70.9.), რომლის თანახმადაც მოქმედ პრეზიდენტს ვადა 2013 წლის ოქტომბერში ეწურება.

[ სრულიად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
სიახლეების გამოწერა
« მაისი 2013 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31