"ახალმა მემარჯვენეებმა" ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა ამჯერად ზუგდიდში გააპროტესტეს.
ახალგაზრდა მემარჯვენეებმა ზუგდიდის ქუჩებში აქცია გამართეს და მოსახლეობას სპეციალური ფლაერები დაურიგეს.
საპროტესტო აქციაში "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია მონაწილეობდნენ.
დღეს "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ანტიმონოპოლიური კამპანიის ფარგლებში „არა მონოპოლიებს“ თბილისში, ბუკიას ბაღთან კიდევ ერთი აქცია გამართა.
"ახალმა მემარჯვენეებმა" ქვეყანაში არსებული მონოპოლიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს. პარტიის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ „ახალი მემარჯვენეები“ ამ კამპანიით ბიზნესში არსებული მონოპოლიების თემას აქტუალურს გახდიან ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში და აიძულებენ ვანო მერაბიშვილს და მის მთავრობას აღიაროს მონოპოლიური კლანების არსებობა, უარი თქვას მათ მხარდაჭერაზე.
ახალგაზრდა მემარჯვენეებმა საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან აქცია გამართეს, რითაც „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივას შოვისა და უწერის საკურორტო გაცოცხლებას განაგძობენ.
„ქართული სოფლისთვის“ ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ facebook- ში ფოტოკონკურსი გამოაცხადა. კონკურსის აზრი იყო –სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკონკურსოდ გამოეგზავნათ ფოტოები, რომლებშიც მათი აზრით გამოხატული იქნებოდა კონკურსანტების განცდა, განწყობა ქართული სოფლის მიმართ.

| « | მაისი 2013 | » |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 |