მამუკა კაციტაძე
დაიბადა 1966 წლის 9 თებერვალს, ქ. თბილისში.
1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის 152-ე საშუალო სკოლა.
1983 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, იაროსლავის ოლქში.
1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი). აქვს მშენებელ-ინჟინრის სპეციალობა, საავტომობილო გზების მშენებლის სპეციალიზაციით.
1988 წელს, თანამოაზრეებთან ერთად ქმნის არაფორმალურ სტუდენტურ გაერთიანებას ,,სადისკუსიო კლუბი” და არის მისი თავმჯდომარე.
1989 წლის აპრილის საპროტესტო გამოსვლების დროს იყო ცენტრალური საგაფიცვო კომიტეტის წევრი.
1990 წელს, მისი თაოსნობით, შეიქმნა პირველი არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია, ტექნიკური უნივერსიტეტის ,,სტუდენტური კავშირი”, რომლის პირველ ხელმძღვანელადაც აირჩიეს.
ამის შემდეგ ანალოგიური ორგანიზაციები შექმნა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო 1993 წელს, ასევე მისი ინიციატივით იქმნება ,,საქართველოს სტუდენტური ლიგა”, ანუ სტუდენტურ ორგანიზაციათა გაერთიანება.
1992 წლის მაისში, თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს ახალგაზრდულ ორგანიზაციას ,,თაობა”, სადაც ირჩევენ პრეზიდენტად.
1993 წელს, იქმნება ახალგაზრდულ ორგანიზაციათა გაერთიანება, მოძრაობა ,,ახალი თაობა”, ირჩევენ ამ მოძრაობის სპიკერად. ამ მოძრაობის ბაზაზე, 1994 წელს, ფუძნდება ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, რომელიც დღეს ევროპის ახალგაზრდობის ფორუმის ნამდვილი წევრია.
სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით მიღებული აქვს მონაწილეობა ახალგაზრდულ ფორუმებში, კონფერენციებში – რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიის კონფლიქტურ ზონებში, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ან წევრი.
1992-1995 წლებში ირჩევენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილედ.
1993 წელს, თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად, აფუძნებს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრს ,,ძლევაი”.
1992-1993 წლებში იბრძოდა აფხაზეთში, ბატალიონ ,,ორბის” შემადგენლობაში
1994 წელს თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას ,,პოლიტექნიკური კლუბი”, რომლის მიზანიც იყო მემარჯვენე პოლიტიკური ცენტრის შექმნა.
1996 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
1996 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხთა სამმართველოს უფროსი.
2000 წელს ფუძნდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი მოძრაობა”, სადაც არის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე.
2001 წლის 15 ივნისიდან არის პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების” დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი.
2001 წელს ირჩევენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად.
2002 წლის 2 ივნისს აირჩიეს ქ. თბილისის საკრებულოს წევრად, ფრაქციის ,,ახალი მემარჯვენეები” (ახლები) თავმჯდომარედ.
2003 წლიდან აქვს მეორე სპეციალობა – სამართალმცოდნე, იურისტის კვალიფიკაციით.
2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად, პროპორციული წესით ,,მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები-ახლები” პარტიული სიით.
2006 წლიდან იყო ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“ თავმჯდომარის მოადგილე და პ/გ ”ახალი მემარჯვენეების” საპარლამენტო მდივანი.
2004-2008 წ.წ. მოწვევის პარლამენტში იყო საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წევრი
იყო საქართველოს პარლამენტის მუდმვმოქმედი დელეგაციის წევრი სამხრეთკავკასიის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში.
საუბრობს ქართულ, რუსულ, და ინგლისურ (ლექსიკონის დახმარებით) ენებზე
ჰობი: პოეზია, კალათბურთი
ოჯახი: დედა – ციალა კაციტაძე
მეუღლე – მარიამ ჭეიშვილი
შვილი – სოფიო , გურამი
|