დავით საგანელიძე

დაიბადა 1959 წლის 17 ივნისს, ქ. თბილისში.
1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 30-ე საშ. სკოლა, ოქროს მედალზე.
1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №6 სამუსიკო სკოლა.
1977 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1983 წელს ქირურგის სპეციალობით.
1983-85 წ. სწავლობდა მოსკოვის ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრის კლინიკურ ორდინატურაში.
1986-87 წ. სწავლობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში.
1987-99 წ. მუშაობდა თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, აბდომინალური ქირურგიის განყოფილებაში.
1988 წელს დააარსა სამედიცინო ცენტრი “პულსი”. არის სააქციო საზოგადოებების - “ ტრანსკავკასიური კლუბისა” და “ოფის სუითის” დამფუძნებელი.
1994-99 წ. იყო ქართულ–ინგლისური კორპორაცია GHF–ის პრეზიდენტი.
1996-99 წ. იყო სააქციო საზოგადოება “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
1997-99 წ. იყო სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
1998 წელს დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომისტის სპეციალობით, ხოლო 2001 წელს - ამავე ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, იურისტის სპეციალობით.
1997 წელს სწავლობდა ჯერ ლონდონის, შემდეგ ბრაიტონის ბიზნეს-სკოლებში, რომლებიც დაამთავრა მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობით.
1999 წელს გაიარა ათენის ბიზნეს-სკოლის სრული კურსი.
1995 წელს მიენიჭა ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის წოდება.
1999 წლიდან არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად.
1999-2001 წ. იყო საქართველოს პარლამენტის გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” დატოვებასთან ერთად.
2001-2003 წ. იყო საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ასევე გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის წევრი.
2000 წელს გახდა საზოგადოებრივი გაერთიანება “ახალი მოძრაობის” დამფუძნებელი.
2001 წელს გახდა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების” დამფუძნებელი და პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის გენერალურ მდივნად.
2003 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად ონის რაიონიდან. საქართველოს პარლამენტში არჩეულ იქნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.
2004 წელს აირჩიეს ონის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ.
2006 წლის სამი ივნისს პ/გ”ახალი მემარჯვენეების” მე-3 საიუბილეო ყრილობაზე ხელახლა არჩეულ იქნა პარტიის გენერალურ მდივნად.
2 წიგნისა და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
სპორტის ოსტატობის კანდიდატი კალათბურთში.
ჰობი: მუსიკა (მუსიკალური ინსტრუმენტების შეგროვება, დაკვრა, სიმღერა).
სპორტი (კალათბურთი, ჭადრაკი, ცურვა, სათხილამურო სპორტი).
საუბრობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ (ლექსიკონის დახმარებით) ენებზე.

 

  

 

nrp.ge 2009 © All rights reserved